ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება უმეტესი აბონენტისთვის. გაწმენდილია საავტომობილო გზები და აღდგენილია მიმოსვლა.
უახლოეს პერიოდში მუნიციპალური სამსახურები შეუდგებიან ზარალის აღწერას და დათვლას.
„ყველა მუნიციპალური სამსახური მზადყოფნაში იყო, ჩაატარეს გაწმენდითი სამუშაოები. ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაწილს პრობლემა შეექმნა და „ენერგო პროს“ ჯგუფებმა ძირითადად უკვე აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება. ძლიერი ქარის შედეგად მოითხარა რამდენიმე ხე და ჩაიხერგა საავტომობილო გზები, თუმცა სამაშველო და მუნიციპალურმა სამსახურებმა გზები გაწმინდეს. ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.
1788113725
ახალი ამბებილენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გ...
1788109644
სპორტიგურამ თუშიშვილი ლოზანის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ლოზანის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედომაროვი დაამარცხა. გრანდ სლემზე საქართვ...
1788108785
სპორტიილია სულამანიძე ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა. დღესვე ბრინჯაოს მედ...
1788104351
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს. „ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზე...
1788100972
ახალი ამბებიზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა დავით კ...



























