უკრაინაზე რუსეთის ავიაიერიშების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე საფრენმა აპარატმა დაარღვია
30 აგვისტოს უკრაინის მხრიდან საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახურის მიერ აღმოჩენილმა ობიექტმა მოლდოვის საზღვარი უკრაინის ოდესის ოლქის ლიმანსკის რაიონიდან დნესტრისპირეთის რეგიონში, ქალაქ დნესტროვსკის მახლობლად გადაკვეთა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 15:50 საათზე მოხდა.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ობიექტი 10 წუთის შემდეგ იმავე მარშრუტით უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.
„ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის უნებართვო გადაკვეთა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შემდეგ მოხდა. ეროვნული ხელისუფლების ორგანოები პარტნიორებთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებენ“, — აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.
30 აგვისტოს რუმინეთში, ტულჩას ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განგაშის მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ეროვნული თავდაცვის სამინისტროს რადიოლოკაციურმა სისტემებმა უკრაინის საზღვართან საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს.
1788099168
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვისშესაძლებლ...
1788095597
მსოფლიორეფერენდუმის საბოლოო შედეგებით, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარი თქვა
ისლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იტყობინება. სამხ...
1788094550
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ე...
1788093025
ახალი ამბებიზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინმზიდი აფეთქდა
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინმზიდი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უც...
1788090837
მსოფლიოშავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო, უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
შავ ზღვაში ორ თურქულ გემზე თავდასხმის შემდეგ ანკარაში უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრ...































