პაატა სალია „საფარის“ მიერ არქივის განადგურებაზე: როდესაც არქივს ანადგურებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ე.ი. რაღაც უკანონო, არალეგიტიმურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის დაფარვის მცდელობაა

როდესაც არქივს ანადგურებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ე.ი. რაღაც უკანონო, არალეგიტიმურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის დაფარვის მცდელობაა ჩემი აზრით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „საფარის“ მიერ არქივის უდიდესი ნაწილის განადგურების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, ის ფაქტი, რაზეც „საფარის“ წარმომადგენელმა განაცხადა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ საქმიანობაში, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო მოქმედებებსაც ჰქონდა ადგილი.

„ის, რაც მთელს მსოფლიოში ყველასთვის მისაღებია - გამჭვირვალობა, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, ის, რაზეც დღეს თუნდაც ევროპარლამენტი, ევროკავშირი საუბრობს, რომ შესწავლილი უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ფინანსები გამჭვირვალე უნდა იყოს. თუ ეს მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის, რატომ არ უნდა იყოს მისაღები საქართველოსთვის. მათ შორის, გარედან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისთვის.

ის ფაქტი, რაზეც „საფარის“ წარმომადგენელმა განაცხადა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ საქმიანობაში, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო მოქმედებებსაც ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

„საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის აქტივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750418229

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას

„ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ც...

ქართული ოცნება

1750415423

ახალი ამბები

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წი...

ნიკა მელია - პოლიტიკოსი

1750413764

საზოგადოება

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქარგვის ამ სახეობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატორ...

ნაჭრელანაჭრელა

1750413151

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურა. „ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების ტალღამ ირანის ქალაქ თავრიზსა...

ისრაელის თავდაცვის ძალები

1750411991

საზოგადოება

რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელმაც მანდატურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში ხელი გაარტყა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის გ...

ნინო დათაშვილი