პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამით, ვფიქრობ წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან

ამით, ვფიქრობ წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ეხებოდა თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

პაატა სალიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირების მიერ გარკვეულ შემთხვევებში დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტებას.

„სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას, თუმცა ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ თავად საქართველოს პროკურატურამაც ჯერ კიდევ 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ამ მიმართულებით სწორად გაააქტიურა გამოძიება და გამოკვეთა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, რისი შედეგიც იყო უკვე 2025 წლის 12 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ სწორედ დაადგინა ის გარემოებები, რაზედაც უკვე ჩვენმა პროკურატურამ იმუშავა და რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილი გარემოებები გათვალისწინებული იქნება მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც.

ამით, ვფიქრობ წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ეხებოდა თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. მგონი ამის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვები აღარ უნდა არსებობდეს. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირების მიერ გარკვეულ შემთხვევებში დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტებას“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773160285

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ამ ომში ჯერჯერობით მ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

1773159482

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ყულევის საკითხის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას

პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამ პროექტში ყულევის საკითხის არსებობის შესახებ, მოვითხოვეთ წარმოედგინათ ევროპულ მხარეს რა იყო საფუძველი ასეთი ნაბიჯის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1773157576

საზოგადოება

პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, - ინფორმაციას საქარ...

სუს-ის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითობის ფაქტებზე დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქმე ეხება, კასპში საქონლის ხორცის ვარგისიანობის შესახებ გაცემულ ყალბ დოკუმენტს, ისე რომ პროდუქტი რეალ

1773157527

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია

ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1773156399

მსოფლიო

CNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნ...

აშშ-ის სამხედრო ძალები