პარლამენტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ხახუბიას განმარტებით, გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციები, მათ შორის, ლიცენზიები და ნებართვები თავმოყრილი იქნება ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

„კანონის მოქმედი რედაქციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი უზრუნველყოფს როგორც დარგის პოლიტიკის, ასევე აღსრულებასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებას. ამავე დროს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში სხვა მიმართულებებზე ავტორიზაციას. ფუნქციათა ამგვარი გადანაწილება არაეფექტურია, როგორც ადამიანური ისე ფინანსური რესურსების მართვის თვალსაზრისით. დარგის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციები, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები და თანხმობის გაცემა თავმოყრილი იქნეს ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში“, - განაცხადა გიორგი ხახუბიამ.

წარმოდგენილ ცვლილებას კანონმდებელმა მხარი ერთხმად, 80 ხმით დაუჭირეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751389681

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...

მაკა ბოჭორიშვილი

1751389646

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია

„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1751389614

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს

„სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზ...

ირაკლი კობახიძე

1751387054

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა

თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით , დარგი გაძლიერდა და განვითარდა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა...

მიხეილ ყაველაშვილი:

1751385638

საზოგადოება

საკანონმდებლო ორგანომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

კანონმდებლებმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს და 79 ხმით მხარი დაუჭირეს. ცვლილებები სხდომაზე...

თორნიკე ჭეიშვილ