პატრიარქი შიო მესამე: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.
მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს.
„მოგმართავთ ახლად გამორჩეულ კანდიდატს - თანახმა ბრძანდებით დაიდგათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთის სადიდებლად, ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ?“, - მიმართა მეუფე ანანიამ პატრიარქს.
„ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით!“, - აღნიშნა პატრიარქმა, რის შემდეგაც მეუფე ანანიამ განაცხადა:
„საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე! აქციოს!“.
1778503583
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა 18:00 საათზე დაიწყება. სხ...
1778503114
ახალი ამბებიპატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია (ახალარჩეული პატრიარქის ან პაპის ტახტზე სადღესასწაულო აყვანის რიტუალი) 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრია...
1778502703
საზოგადოებაპატრიარქი შიო მესამე: ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც
ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, - განაცხადა სამების ტაძარში ახლ...
1778502206
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას
„დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარ...
1778501896
საზოგადოებაბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ. როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, სწამთ რომ მისი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად ი...


























