პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მეცხრე რაუნდი გაიმართა

პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მეცხრე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაფართოების საკითხები სავაჭრო, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხაზი გაესვა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში ერთობლივ პროექტებს. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი როლი როგორც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარებაში.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ, ჩინეთის მხარემ კი - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს, რაც თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ჩინეთის მხრიდან - მინისტრის მოადგილე ლიუ ბინი უძღვებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753181216

ახალი ამბები

კახა კალაძე: რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ

„რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დ...

კახა კალაძე

1753181178

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - ,,ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - ,,ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდ...

 შემოსავლების სამსახური

1753180061

საზოგადოება

„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ უვიზო მიმოსვლას რაიმე კითხვის ნიშანი დაესვას. რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არადემოკრატიულია“ - კაია კალასის წერილის მთავარმა ადრესატმა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს წერილის მთავარი ადრესატი. კაია კალასის ავტორობით მომზადებულ 8-პუნქტიან დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტ...

მაკა ბოჭორიშვილი

1753180014

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ვიღაც ასეთი მონდომებით აკეთებს განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ამის ძალიან საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ ეს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა

როდესაც ვიღაც ასეთი მონდომებით აკეთებს განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით და სრულ თანხვედრაშია კონკრეტული პოლიტიკური ძალის ე.წ. მესიჯბოქსთან, რა თქმა უნდა ამის ძალიან საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა,...

მაკა ბოჭორიშვილი

1753179983

საზოგადოება

კახა კალაძე: გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან იყო გადაცდომა, თუმცა, რატომ უწოდებთ „სინდისის პატიმრებს“ მათ, ვინც სამართალდამცველებს მძიმე საგნებსა და ქვებს ესროდნენ?

ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირები...

კახა კალაძე