პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი გაძლიერება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამაში ანრი ოხანაშვილმა შეიტანა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი და მინდა მას გადავუხადო უდიდესი მადლობა. ის არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი, უპატიოსნესი ადამიანი და ასე უძღვებოდა სამსახურის საქმიანობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო მმართველი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და სხვადასხვა მიმართულებით ის წარმატებით უზრუნველყოფდა წინსვლას, განვითარებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მისი უსაფრთხოების გამტკიცებაში. ის წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში და შესაბამისად, აქვს ზუსტად იმ პროფილის გამოცდილება, რაც მას ძალიან დაეხმარება ამ სამსახურის წარმატებულ ხელმძღვანელობაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. მამუკა მდინარაძემ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში უწყების როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, მსოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს. თუ ჩვენი სამსახური ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა, შეიძლება ფუჭი იყოს. რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბატონი ირაკლი კობახიძე და სხვები, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა და ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ, ამას სჭირდება განმტკიცება და ამ განმტკიცების საქმეში არც ერთ უწყებას, არც ერთ სამსახურს ისეთი როლი არ აქვს, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ამაში მექნება თითოეული თქვენგანის იმედი”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.“ჩემთვის იყო პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მემსახურა თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მსურს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ შესაძლებლობისთვის. ბატონ მამუკასთან ერთად მრავალი წელია მოვდივართ საპარლამენტო ცხოვრებიდან. ჩვენ მხარდამხარ, ყველაზე რთულ სიტუაციებში მოგვიწია მუშაობა და ყველა რთული სიტუაციიდან ყოველთვის ღირსეულად და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად გამოვდიოდით. ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა მისი თვისებით, უნარით, პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება თქვენთან ერთად ამ სამსახურს”, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
1757009633
საზოგადოებასაქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.
1757007455
სპორტისაქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...
1757006349
სპორტიპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...