პრემიერი: ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას

სრული დატვირთვა რასაც ჰქვია, როცა შენ მთლიანად უძღვნი თავს სწავლებას, კვლევას, სახელმძღვანელოების მომზადებას, სასწავლო პროგრამების განვითარებას - ასეთი რამ თითქმის არ ხდება ჩვენს უნივერსიტეტებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს უნდა ვაქციოთ წესად, ესაა ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც არის ჩადებული ჩვენს კონცეფციაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას.

„სტიმული უნდა შეიქმნას, დღეს ეს სტიმული არ არსებობს. როცა ხელფასი არის 2 000 – 2 500 ლარი, რა თქმა უნდა, მოტივაციას ვერ შეუქმნი ადამიანს. ადამიანები მუშაობენ კერძო სექტორში და როცა აქვს იქ ხელფასი 10 000 ლარი, აქ ვერ წამოიყვან 2 000 ლარად, ადამიანური მომენტია, შემოსავალზეა დამოკიდებული ყველა. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული ასეთი ადამიანებისთვის, პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის.

თუ ხელფასი იქნება მაღალი, თუ ინფრასტრუქტურა იქნება შესაბამისი, პროფესორს უნდა უხაროდეს უნივერსიტეტში მისვლა. დღეს, არც ინფრასტრუქტურა ვარგა, კაბინეტები არ აქვთ. დღეს, თსუ-ში, მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მე ვასწავლიდი მთელი ამ წლების განმავლობაში, კაბინეტი არ აქვს პროფესორს, ერთი-ორი კაბინეტი შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტულ ადამიანებს. ზოგადად, კაბინეტები არ არსებობს, ელემენტარულ პირობებზეა საუბარი და ხელფასი არის ძალიან დაბალი. როგორც კი შენ ინფრასტრუქტურას განავითარებ, როგორც კი სათანადო ხელფასს მისცემ პროფესორ-მასწავლებლებს, მაშინვე სხვადასხვა სექტორიდანაც კი წამოვლენ უკვე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები იმისათვის, რომ ასწავლონ უნივერსიტეტებში ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეფიციტური სპეციალობების მიმართულებით შესაძლებელია უცხოელი პროფესორების მოწვევაც.

„მაინც დარჩება დეფიციტური სპეციალობები და მიმართულებები, სადაც შეიძლება ქართველი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები ვერ მოვიძიოთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ უცხოელი პროფესორებით. ასეთი პრაქტიკაც არსებობს, რომ პენსიაზე გასული პროფესორები, მაგალითად გერმანიაში 65 წლის ასაკში გადიან პენსიაზე პროფესორები და მათ აქვთ რესურსი, რომ კიდევ 5-10 წელი ასწავლონ თავისუფლად, ასეთი პროფესორების მოზიდვა შეგვიძლია ჩვენ. გარდა იმისა, რომ ისინი შეავსებენ ამ ვაკუუმს, ისინი ასევე უზრუნველყოფენ ქართველი პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებასაც, მათთვის კვალიფიკაციის ამაღლებას. ეს სისტემა უნდა შეიქმნას და ეს არის კონცეფციის ერთ-ერთი მიმართულება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776422281

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბ...

საქართველოს ნაკრები

1776421864

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი ოქროსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალშია. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო. ეთერ ლიპარტელიანი...

ეთერ ლიპარტელიანი

1776421188

ახალი ამბები

როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...

ამინდი პროგნოზი

1776420173

ახალი ამბები

„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...

ვიქტორ ორბანი

1776420095

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილი