პრემიერი: ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით - იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით

 „ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით. იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გლდანის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გლდანელები 500-ზე მეტ სერვისს მიიღებენ უშუალოდ თავიანთ უბანში.

„მე მინდა მოგილოცოთ ყველას, განსაკუთრებით გლდანელებს, იუსტიციის სახლის გახსნა. ამიერიდან, 500-ზე მეტ სერვისს გლდანელები მიიღებენ უშუალოდ მათ უბანში და ეს იქნება უზრუნველყოფილი კომფორტულ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ უბნის მცხოვრებლებისათვის. ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით. იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით - მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურებით.

 

გლდანის ეს ფილიალი იუსტიციის სახლების სისტემის ნაწილია, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით, უკვე 125 მისამართზე, ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„კონკრეტულად გლდანის იუსტიციის სახლში ასამდე ჩვენი თანამოქალაქე იქნება დასაქმებული. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და გლდანის იუსტიციის სახლიც არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით.

ჩვენ ამით არ ვჩერდებით. გრძელდება იუსტიციის სახლების ქსელის შემდგომი გაფართოება, ვიდრე არ დაიფარება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. ასევე თბილისში უნდა გაფართოვდეს ეს ქსელი. ძალიან მალე დაიწყება დიღომში იუსტიციის სახლის მშენებლობა. ამ მიმართულებით მთავრობა მომავალშიც არ დაიშურეს ძალისხმევას. მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო პირადად მინისტრს, ბატონ პაატა სალიას და მის გუნდს, სამინისტროს, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759168076

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდგმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა

 „გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა“, - ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1759168021

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე: ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა, დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან, ამის მერე ვნახოთ გადავხედავთ მილოცვის საკითხს

 „ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის...

ირაკლი კობახიძე

1759167959

საზოგადოება

პრემიერი: არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, არის კითხვები ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით

 „ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა. დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1759167866

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - „ლელომ“ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ, თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ

 „მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუსის ჩარევით დატოვა ლელო, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ“, - ამის შესახებ პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1759167800

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით - თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს

 „პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა - თუ ვინმე დააპირებს კანონის...

ირაკლი კობახიძე