ნიკოლოზ სამხარაძემ ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში იმყოფება, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ასეანი) საპარლამენტო ასამბლეის რიგით 46-ე ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობს, რომელიც ინკლუზიური ზრდისა და მდგრადი განვითარების საკითხებს ეძღვნება.
ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ასეან-ის წევრ ქვეყნებთან ტურიზმის, კულტურის, გარემოს დაცვისა და განათლების სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობას მთლიანად ევრაზიისთვის.
ნიკოლოზ სამხარაძემ რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა აქტორების მიერ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფაზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ქართველების უფლებების შელახვაზე, საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების გატაცებასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართველების გამოძევებაზე გაამახვილა ყურადღება.
„მსურს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ძალისხმევისკენ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დასაცავად და მადლობა გადავუხადო ასეან-ის ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საპარლამენტო დიპლომატიის ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროცესში როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ დონეზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კანონის უზენაესობის, ბიზნესის წარმოების სიმარტივის, მთავრობის ეფექტიანობისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საერთაშორისო რეიტინგებში, რაც ქვეყნის სწრაფ ინსტიტუციურ და ეკონომიკურ წინსვლას ასახავს.
მან ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.
საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი და რეგულარულად მონაწილეობს მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
1758206692
საზოგადოებაპრემიერი ოპოზიციაზე: არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ
„არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვ...
1758206606
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მოხარულები ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ წელსაც შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გასული 4 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4 % და წლევანდელი საშუალო ზრდა შეადგენს 8 %-ს“, - ამის შ...
1758206547
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე: თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება
„თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება“, - განაცხ...
1758206468
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია ვერც არჩევნებში აღწევს წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი
„ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....
1758206235
საზოგადოებაპრემიერი: ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა
„რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქ...