ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, ჩვენ ვართ სრულიად ღია, თუმცა მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, რაც უნდა გამოსწორდეს

„ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროპა მიიყვანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე და მძიმე ტენდენციებამდე, მათ უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპა ჯერ კიდევ ინარჩუნებს, მათ შორის კეთილდღეობის იმ დონეს, რომელიც 70-წლიანი უწყვეტი მშვიდობის საფუძველზე შეიქმნა ევროპის მასშტაბით, მაგრამ ტენდენციები არის უკიდურესად შემაშფოთებელი.

„ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 2008 წელს 30 პროცენტი და ეს წილი ჩამოსულია 17 პროცენტამდე. როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობა და ასეთი მძიმე ტენდენციები გაქვს, უნდა იყო გადართული როგორც საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე, ასევე ურთიერთობების მაქსიმალურად განვითარებაზე, თუმცა ამ ფონზე ვხედავთ, რომ ისინი არათუ ურთიერთობების, თანამშრომლობის განვითარებას ცდილობენ, არამედ ისინი პირიქით ცდილობენ, ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან მაგალითად, როგორიც არის საქართველო. ეს არ შედის ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებში და აქედანაც ჩანს, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე ძალების კარნახით და არა ევროპის საზოგადოების ინტერესების კარნახით.

ევროპული ბიუროკრატია არის თვისებრივად გარე ძალების გავლენის ქვეშ, ეს არის „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითის“ გავლენები შესუსტდა აშშ-ში, მაგრამ აქცენტები გადმოვიდა ევროკავშირში და ამის გაგრძელებაა თუნდაც ის, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის საქართველოში. მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, ეს მიდგომები შეიცვლება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენ ვართ სრულიად ღია, თუმცა მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას არსაუბარს, ეს არის სრულიად საბჭოური მიდგომები, რაც უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758206870

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესდება

ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო...

ირაკლი კობახიძე

1758206692

საზოგადოება

პრემიერი ოპოზიციაზე: არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ

„არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვ...

ირაკლი კობახიძე

1758206606

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მოხარულები ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ წელსაც შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გასული 4 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4 % და წლევანდელი საშუალო ზრდა შეადგენს 8 %-ს“, - ამის შ...

ირაკლი კობახიძე

1758206547

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე: თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება

„თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება“, - განაცხ...

ირაკლი კობახიძე

1758206468

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია ვერც არჩევნებში აღწევს წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი

„ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

ირაკლი კობახიძე