პრემიერი: განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს, სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის
განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის, - განაცხადა საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ღირსეული მსახურება.
„მინდა მოგილოცოთ მასწავლებლის ეროვნული დღე. სიმბოლურია, რომ ამ დღეს ჩვენი უდიდესი განმანათლებლის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის.
მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ყველაზე ღირსეული მსახურება. საზოგადოება თქვენ განდობთ ყველაზე მთავარ საგანძურს ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ მათ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებთ, უმთავრეს ეროვნულ ღირებულებებს უნერგავთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქეებად ზრდით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი.
„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამავდროულად ვალდებულებაა, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენს მიერ ახლახან დაანონსებულ განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმასა და ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ სხვა არაერთ ნაბიჯთან ერთად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემიაც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თქვენი უდიდესი ამაგის მოკრძალებული აღიარებაა.
განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს, სამინისტროს ინიციატივით, ეს აღიარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ეროვნული პრემიის ათი ლაურეატის გარდა, ჩვენ გამოვავლინეთ და ადგილზე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი მასწავლებლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა პედაგოგმა, დედაქალაქში თუ რეგიონში, იგრძნოს სახელმწიფოს თანადგომა და მხარდაჭერა.
დღეს ეროვნული პრემიის ლაურეატებს ასევე გადაეცემათ სამკერდე ნიშანი, რომელზეც გელათის აკადემიის სიმბოლოა გამოსახული. ეს სიმბოლო ძალიან ზუსტად ასახავს თქვენს მისიას - თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციების გამგრძელებლები და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს! ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას და ახალ წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
1776755774
ახალი ამბებიThe National Interest: რატომ უნდა გააუმჯობესოს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში თებერვალში მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი შედეგი ჰქონდა: საქართველო, რომელიც მისი ვიზიტის პროგრამაში არ შედიოდა, კვლავ ყურადღებ...
1776755375
ახალი ამბებიპროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო...
1776754568
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემი...
1776754033
ახალი ამბებიმაღაზიიდან 6 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაცია...
1776753857
ახალი ამბებიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბა...




























