პრემიერი: გლობალურ რეიტინგებში კარგი პოზიციები გვაქვს, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ

„გლობალურ რეიტინგებში კარგი პოზიციები გვაქვს, ეკონომიკური პოლიტიკის, უსაფრთხოების და, რაც მნიშვნელოვანი პირობაა - ეკონომიკური საქმიანობის საწარმოებლად, სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული მდებარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე „ინვესტიციების მომავალი“ სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურასა და დაკავშირებადობაში.

„მსხვილი კაპიტალდაბანდება ხორციელდება მაგისტრალებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, ციფრულ დაკავშირებადობაში. შავი ზღვის სანაპიროზე ვგეგმავთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. მშენებლობაში ვდებთ ინვესტიციებს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს თანამედროვე ჩქაროსნული მაგისტრალები 2030 წლისთვის.

განვახორციელეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. დიდი ინვესტიციები იდება ასევე ციფრულ დაკავშირებადობაში. ვცდილობთ, გლობალური მასშტაბით გავაფართოოთ ეკონომიკური თანამშრომლობის არეალი. ამჟამად, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანასთან. ესენია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები, ჩინეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნები, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ ხელშეწყობაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 8 მლრდ-ზე მეტის ინვესტიცია მოიზიდა.

„მოზიდული გვაქვს 8 მილიარდზე მეტის ინვესტიცია. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა და საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემიძლია გაგიზიაროთ ეკონომიკური პარტნიორებისთვის საქართველოს სანდოობის დასადასტურებლად: საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა. მისი განთავსება სულ ახლახან ლონდონის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე განხორციელდა. მასზე მოთხოვნა 5.5-ჯერ მეტი იყო და 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ესეც ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს და ჩვენი ეკონომიკის სანდოობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775225824

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები

თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაც...

ირაკლი ქადაგიშვილი

1775223709

ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა ა...

სამების ტაძარი

1775222969

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია. „მეტი დრო რომ მოგვეცეს, მარტივად გავხსნით ჰორმუზის სრუტეს, ავიღებთ ნავთობს და გავმდიდრდებით....

ტრამპიტრამპი

1775221646

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1775220947

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალ...

პროკურატურა