პრემიერი: იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი და ამგვარი გარდაქმნების პირობებში, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს
„აღსანიშნავია ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა უცვლელ პრიორიტეტად რჩება და ქვეყნის წარმატებული საქმიანობა, ამ მიმართულებით, დიპლომატების დამსახურებაა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, კიდევ ერთხელ მოგმართოთ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც დიალოგის ძალიან საინტერესო პლატფორმად ჩამოყალიბდა. დღევანდელი კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შევაჯამოთ განვლილი წელი, რომელიც იყო მრავალი სირთულით სავსე, თუმცა ჩვენ შევძელით ყველა სირთულის სათანადოდ დაძლევა და ამაში თქვენი წვლილი და როლი განსაკუთრებულია. თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით ელჩებს, მინდა, ამისათვის, გაწეული შრომისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
გლობალურ საერთაშორისო სისტემაში მიმდინარეობს ფუნდამენტური ცვლილებები, იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი. ამგვარი გარდაქმნების პირობებში, კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ საკითხში, გადამწყვეტია ჩვენი დიპლომატების როლი.
აქვე მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში. ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი წარმატებული საქმიანობა ამ მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენი, დიპლომატების დამსახურება“, - განაცხადა პრემიერმა.
1766393770
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიერ არჩეული მშვიდობის პოლიტიკა არ იყო სისუსტე და არც კონიუნქტურული გადაწყვეტილება. ეს იყო გააზრებული, სახელმწიფოებრივი არჩევანი, რომელმაც ქვეყანა ყველაზე სახიფათო ეტაპზე გადაარჩინა
მოხარული ვარ, რომ საქართველოს ელჩების კონფერენციის ფარგლებში მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ განვლილი პოლიტიკური წლის შეჯამებით, მიმდინარე საერთაშორისო რეალობის შეფასებით და სამომავლო ხედვით,“ - განაცხა...
1766393045
საზოგადოებაპრემიერი: პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე. ამაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას და ამ კუთხით გამორჩეული იყო ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა
„სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალო...
1766392264
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
„ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით...
1766392193
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო
„ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი“, - განაცხადა საქ...
1766392150
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა
„ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა“, - განაცხადა სა...


























