მაკა ბოჭორიშვილი ტულსი გაბარდის განცხადებაზე: კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან და კარგია, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა, ყოფილა სრულიად გამართლებული
„მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა, ომი და ამ დიდ დაპირისპირებაში, მათ შორის, ჩვენ სახელმწიფოსაც ექმნებოდა და ექმნება საფრთხე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებას.
„კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან და კარგია, რომ ის რაზედაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვამახვილებდით ყურადღებას, ყოფილა საფუძვლიანი მოსაზრებები, პოზიციები და ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა, ყოფილა სრულიად გამართლებული“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, „ნატოსა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ“. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.
1766395719
მსოფლიოუკრაინული მედიის ინფორმაციით, ანდრეი ერმაკის გადადგომის შემდეგ, თანამდებობიდან მისი მრჩევლებიც გაათავისუფლეს, მათ შორის, სერგეი ლეშენკო და მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს პარლამენტის ყოფილი წევრი და სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიცის“ სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი წევრი...
1766394487
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იცვლება საქართველოს პერსპექტივები და იხსნება ახალი შესაძლებლობები. ამ მიღწევებში საგარეო სამსახურის წვლილი არსებითია
„ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ყველა მიმართულებას და მის წარმატებას ზურგს უმაგრებს საქართველოს ხელისუფლება. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის...
1766394431
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს
საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, - გა...
1766393770
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიერ არჩეული მშვიდობის პოლიტიკა არ იყო სისუსტე და არც კონიუნქტურული გადაწყვეტილება. ეს იყო გააზრებული, სახელმწიფოებრივი არჩევანი, რომელმაც ქვეყანა ყველაზე სახიფათო ეტაპზე გადაარჩინა
მოხარული ვარ, რომ საქართველოს ელჩების კონფერენციის ფარგლებში მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ განვლილი პოლიტიკური წლის შეჯამებით, მიმდინარე საერთაშორისო რეალობის შეფასებით და სამომავლო ხედვით,“ - განაცხა...
1766393731
საზოგადოებაპრემიერი: იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი და ამგვარი გარდაქმნების პირობებში, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს
„აღსანიშნავია ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...


























