ირაკლი კობახიძე: საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს
საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი დიპლომატები არიან საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია. ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდა წელს და ბევრი რამ უნდა გაკეთდეს მომავალ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში.
მინდა, შეგახსენოთ, რომ თქვენ, ქართველი დიპლომატები ხართ საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე, ხმა, რომელიც უნდა იყოს მტკიცე, არგუმენტირებული და ყოველთვის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. სწორედ ასე ისმოდა ჩვენი დიპლომატების ხმა მიმდინარე წელსაც საერთაშორისო ასპარეზზე და დარწმუნებული ვართ, რომ ზუსტად ასეთივე შემართებით განაგრძობს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი საქმიანობას მომავალ წელს. მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა მინდა, გადავუხადო ქვეყნის მთავარ დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა ელჩებს, დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თითოეული თქვენგანის როლი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში არის განსაკუთრებული. მინდა გისურვოთ წარმატებები, ბედნიერი 2026 წელი და მრავალი წარმატება მომავალ წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1766393731
საზოგადოებაპრემიერი: იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი და ამგვარი გარდაქმნების პირობებში, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს
„აღსანიშნავია ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...
1766393045
საზოგადოებაპრემიერი: პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე. ამაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას და ამ კუთხით გამორჩეული იყო ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა
„სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალო...
1766392264
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
„ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით...
1766392193
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო
„ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი“, - განაცხადა საქ...
1766392150
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა
„ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა“, - განაცხადა სა...



























