ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სარჩელზე: მათზე უკეთ ისედაც არავინ იცის, რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, ყველაზე კარგად ათვიცნობიერებენ სარჩელის სამართლებრივ მხარეებს

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.

უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, კონსტიტუცია გმობს, კონსტიტუციის მიმართ საწინააღმდეგო ქმედებებს.

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ყველა ნორმალური კონსტიტუცია გმობს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს. მათზე უკეთ ისედაც არ იცის არავინ, თუ რა მავნებლობები აქვთ ჩადენილი, ამიტომ, თავად ყველაზე კარგად ათვიცნობიერებენ ამ სარჩელის მნიშვნელობას და მის სამართლებრივ მხარეებს.

თუმცა, ის ფაქტი, რომ ახლა თავიანთ ტაქტიკაში ერთი მხრივ ვერ თანხმდებიან, მაგრამ მეორე მხრივ, მათი მოსაზრებით, რაღაც გარკვეული სხვადასხვა გადანაწილება აქვთ, ესეც უკვე ჩვენთვის ნაცნობი სცენარია. ფიქრობენ, რომ ზოგმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ამ სარჩელში, ზოგმა კი რადიკალური გზებით გააპროტესტოს - ესეც ჩვენთვის ნაცნობი ხელწერა არის მათი მხრიდან.

ამიტომ, არაფერი განსაკუთრებული, ისინი ფაქტობრივად უმოქმედოები იქნებიან, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ქართველი ხალხია. მათ უკვე დიდი ხანია ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა, ეს არის უარი რადიკალ ოპოზიციონერებს“, - აცხადებს ნინო წილოსანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792136823

საზოგადოება

საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს....

საპატრიარქო საპატრიარქო

1792135570

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ

იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ. ამიტომ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, - განაცხადა საგა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1792134893

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშ...

გიორგი კალანდარიშვილ

1792134377

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...

ირაკლი კობახიძე

1792132662

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უ...

ნარკორეალიზაცი