ლევან მახაშვილი: პოლიტიკა, რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს

„ის პოლიტიკა, რომელმაც კრახი განიცადა და რომელმაც დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ქართული მხარე ხაზს გაუსვამს დიალოგის მნიშვნელობას ორმხრივი ინტერესების უკეთ დასაცავად.

„ქართულ დელეგაციას ექნება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ხაზგასასმელად იმას, რომ დიალოგი არის მნიშვნელოვანი ორმხრივი ინტერესების უკეთ დასაცავად და ის პოლიტიკა, რომელმაც კრახი განიცადა, რომელმაც არ გაამართლა, დააზიანა ყველა მხარის ინტერესები, ეს პოლიტიკა უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდნენ გონს ზოგიერთები ბრიუსელში, რომლებიც იზოლაციას ამჯობინებენ დიალოგს. ეს ერთი ნაწილი, მეორე - იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია. ამჯერად ეს დისკუსია სრულად დაეთმობა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის ცვლილებებს და ამ ცვლილებებში ეროვნული პარლამენტარების როლს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792139087

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს

საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792136823

საზოგადოება

საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს....

საპატრიარქო საპატრიარქო

1792135570

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ

იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ. ამიტომ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, - განაცხადა საგა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1792134893

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშ...

გიორგი კალანდარიშვილ

1792134377

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...

ირაკლი კობახიძე