ზვიად შალამბერიძე: როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა
„მსურს პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე ვუპასუხო იმ მორიგ პოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებენ. ანგარიშის პროექტი, რომელსაც საფუძვლად უდებენ ვითომდა „დემოკრატიულ უკუსვლას“, რეალურად არის არა ობიექტური შეფასება, არამედ მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბარია და როდესაც ცდილობენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანის დისკრედიტაციას, ეს ნიშნავს, რომ მათ აინტერესებთ არა დემოკრატია, არამედ მორჩილი, სხვისი ნების შემსრულებელი ხელისუფლება.
„მოდით, ყველაფერს თავისი სახელები დავარქვათ. როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა. ვინმეს წარმოუდგენია, რომ საფრანგეთს, გერმანიას ან რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს გარედან ვინმემ უკარნახოს, თუ რა საქმე უნდა განიხილოს მათმა უზენაესმა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ? ეს არის ორმაგი სტანდარტი და პირდაპირი იერიში ჩვენს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე! კიდევ უფრო საგანგაშოა, როდესაც დოკუმენტში კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები მოხსენიებულნი არიან, როგორც პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი. ამით, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური კუთვნილება არის ინდულგენცია, რომელიც ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი, მიუხედავად იმისა, თუ რა გვარი უწერია ადამიანს ან რომელ საერთაშორისო კაბინეტში ეძებს მფარველობას. რაც შეეხება მტკიცებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი არჩევნების გარემო… ეს არის წინასწარი, ხელოვნური ნიადაგის მომზადება შიდა რადიკალიზმისა და დესტაბილიზაციისთვის. როდესაც წინასწარ ცდილობენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანის დისკრედიტაციას, ეს ნიშნავს, რომ მათ აინტერესებთ არა დემოკრატია, არამედ მორჩილი, სხვისი ნების შემსრულებელი ხელისუფლება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
1782208354
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას...
1782206444
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა
მინდა გამოვეხმაურო კირ სტარმერის გადადგომის საკითხს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები, იგივე „გლობალური ომის პარტია“, იგივე პირობითად „დიფ სთეითი", რ...
1782205521
ახალი ამბებისაპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე: ამ საერთო ტკივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და დიდ მწუხარებასთან ერთად სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპული 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალჭირგად...
1782205046
საზოგადოებამახაშვილი: ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ და ცდილობს, დაგსაჯოს მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი
„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომელსაც ზოგიერთები, მათ შორის, ამ დარბაზში, პ...
1782204178
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს
საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს, - ამი...





























