მახაშვილი: ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ და ცდილობს, დაგსაჯოს მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომელსაც ზოგიერთები, მათ შორის, ამ დარბაზში, პროგრესის სახელით გვაჩეჩებენ, სინამდვილეში არის პირდაპირი გზამკვლევი იმ რადიკალური ძალებისთვის, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის საძირკვლის გამოცლაა. ისინი არ ებრძვიან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს - ისინი ებრძვიან ყველაფერს და ყველას, რაც ძვირფასია საქართველოსთვის და რაზედაც საუკუნეების განმავლობაში იდგა ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მახაშვილი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ რადიკალ ძალებს სურთ ებრძოლონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დედა-ეკლესიას, პატივსაცემ ადამიანებს და უმთავრეს მონაპოვარს- მშვიდობას.

„მოდით, გადავხედოთ ამ ინსტრუქციად ქცეულ რეზოლუციებს, ანგარიშებს, განცხადებებს და ვნახოთ, სინამდვილეში რა უნდათ, რა ინსტრუქციებს გასცემენ, რას უნდა ებრძოლონ საქართველოში: - მათ უნდა ებრძოლონ სახელმწიფო ინსტიტუტებს – სამართალდამცავებს, სასამართლოს, სახელმწიფო სტრუქტურებს, არჩევნებს, გამჭვირვალობას. მათი მიზანია ამ ინსტიტუტების დისკრედიტაცია და სამართლებრივი საფუძვლების მორყევა, რათა ქვეყანაში დათესონ ქაოსი, ნიჰილიზმი და უნდობლობა. მათ არ სურთ ძლიერი სახელმწიფო, რადგან ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს მყარ სუვერენიტეტს, მათ კი სუსტი და მართვადი საქართველო სჭირდებათ. - მათ უნდა ებრძოლონ ჩვენი სულიერების მთავარ ბურჯს, ჩვენს დედა-ეკლესიას - იმ ინსტიტუტს, რომელმაც უმძიმეს საუკუნეებში შეგვინარჩუნა ენა, მამული, სარწმუნოება. ეკლესიასთან ერთად, ისინი ებრძვიან ოჯახს, ტრადიციებს, იდენტობას. ეკლესიასა და ღირებულებებზე თავდასხმით მათ სურთ ჩვენი ეროვნული სხეულის ხერხემალში გადატეხვა, რადგან იციან: სანამ ქართველ კაცს რწმენა და ტრადიცია უმაგრებს ზურგს, მას ვერანაირ უცხოურ დღის წესრიგს ვერ მოახვევ თავს. - მათ უნდა ებრძოლონ პატივსაცემ ადამიანებს - საზოგადოების ავტორიტეტებს, ინტელექტუალებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, უფროსს თაობას, პატრიოტებს. მათ, ვისი სიტყვაც ხალხისთვის ყოველთვის წონადი იყო; მათ, ვის მიერ აღმართული დროშაც ერს აერთიანებს; მათ, ვისაც განუზომელი წვლილი შეაქვთ ქვეყნის შენებაში. მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა მორალურად გაანადგურონ, ტალახი ესროლონ და გააუფასურონ ყველა, ვისაც ქვეყნის წინაშე დამსახურება აქვს, რათა საზოგადოება კონკრეტული გზამკვლევის გარეშე დატოვონ. - მათ უნდა ებრძოლონ მშვიდობას - იმ უმთავრეს მონაპოვარს, რომელსაც კბილებით ვინარჩუნებთ ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ქარტეხილებში. მშვიდობა მათთვის არა ღირებულება, არამედ დაბრკოლებაა. ისინი ცდილობენ საზოგადოების პოლარიზაციას, ადამიანებს შორის შუღლის გაღვივებას, სიძულვილის დათესვას, რათა დანაწევრებული და დასუსტებული ხალხი ადვილად გახდეს სხვისი ინტერესების მსხვერპლი.“-აღნიშნა მახაშვილმა.

მახაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები არ ასახავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი და დიდი გეოპოლიტიკური ეგოების მსხვერპლი.

„ეს რეზოლუციები არ ასახავენ ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს არის უკრაინის ომის კონტექსტით ნაკარნახევი, გეოპოლიტიკური კონიუნქტურით ატეხილი მოკლევადიანი ხმაური, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად ჩაცხრება, ჩვენი ქვეყანა კი მყარად გააგრძელებს საკუთარ გზას. აქ ისმება მთავარი კითხვა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ: შესაძლებელია თუ არა, ასეთი დოკუმენტების ავტორებს ვუწოდოთ საქართველოს მეგობრები? პასუხი ძალიან მკაფიოა - არა! ნამდვილი მეგობარი პატივს სცემს შენს არჩევანს, შენს კულტურას და შენს უსაფრთხოებას. ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ, ვინც გაშანტაჟებს, ვინც ხელს აფარებს რადიკალებს და ვინც ცდილობს, დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი ამ უსამართლო პოლიტიკურ ხმაურზე იქნება ერთიანი, მშვიდი და მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი და დიდი გეოპოლიტიკური ეგოების მსხვერპლი. მოსახლეობის გვერდში დგომით, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს!“- განაცხადა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782205521

ახალი ამბები

საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე: ამ საერთო ტკივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და დიდ მწუხარებასთან ერთად სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპული 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.   „ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალჭირგად...

საპატრიარქო ინგუშეთში

1782204178

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს

საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს, - ამი...

ირაკლი კობახიძე

1782204043

საზოგადოება

პრემიერი: როგორც კი დავინახავთ, საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში, განახლდება დიალოგი, 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა საქართველო, წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და არ მოსწონთ, გამოდის, მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება

როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალის...

ირაკლი კობახიძე

1782203300

მსოფლიო

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინენეს ხელმძღვანელობით გადადგა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობამ დღეს ბოლო სხდომა ჩაატარა, რომელზედაც დათხოვნის გადაწყვ...

ლიეტუვის მთავრობა

1782203085

საზოგადოება

პრემიერი: გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, თავდასხმები ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს იყო უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი და გრანტების შესახებ კანონის მიღებით დავამშვიდეთ ქვეყანა

გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენც...

ირაკლი კობახიძე