პრემიერი: საქართველოს და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ერთ-ერთი მაგალითია Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული 6.6 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიცია - ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში, რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება, -განაცხდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე „ინვესტიციების მომავალი“ სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
„საქართველოს და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ კომპანია Eagle Hills-მა 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან.
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში - რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება.
ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალდაბანდებაც მომგებიანია. ჩვენი გეგმაა, საშუალოვადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12 500 მეგავატამდე 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა - მზისა და ქარის - ელექტროსადგურებში სარგებელს მოუტანს ინვესტორებსა და ქვეყანას.
საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობა გავაფართოოთ.ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ამ დარბაზში ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1775225824
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები
თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაც...
1775223709
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა ა...
1775222969
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია. „მეტი დრო რომ მოგვეცეს, მარტივად გავხსნით ჰორმუზის სრუტეს, ავიღებთ ნავთობს და გავმდიდრდებით....
1775221646
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1775220947
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალ...





























