პრემიერი: თუ ტრამპის ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის ბრძოლაში ეს ძალები გაიმარჯვებენ, ევროკავშირის უკუსვლა იქნება შეუქცევადი, თუ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს, მეტი შანსი აქვს ევროკავშირს, გაიძლიეროს პოზიციები
„აშშ-ში აშკარად ჩანს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ე.წ. „დიფ სთეითს“ შორის, ანუ არაფორმალურ ძალებს შორის, რომელთაც აქვთ გავლენა ჯერ კიდევ აშშ-ზე და აქვთ არსებითი, გადამწყვეტი გავლენა ევროკავშირზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „აქტუალური თემა“.
მისივე თქმით, თუ ტრამპის ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის ბრძოლაში, საბოლოოდ, არაფორმალური ძალები გაიმარჯვებენ, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი, ხოლო თუ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მეტი შანსი ექნება ევროკავშირს პოზიციების გასაძლიერებლად.
„აქ მთავარი არ არის აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები, მთავარია, რა აინტერესებთ არაფორმალურ ძალებს და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ის, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება, ამ შემთხვევაში, ამერიკული დოკუმენტების ჩანაწერებიდან. არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ომის, მათ შორის, ბოლო ომების და ბოლო ომის მთავარი მსხვერპლი მსოფლიოს დიდ სუბიექტებს შორის, რა თქმა უნდა იყო ევროკავშირი. მათ შორის, ყველაზე დიდი ზიანი მიიღო უკრაინამ, უკრაინის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ დიდ მოთამაშეებს შორის, ყველაზე მსხვილ მოთამაშეებს შორის, მთავარი მსხვერპლი ამ ომისა იყო - ევროკავშირი. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ეკონომიკა, ის უმძიმესი ეკონომიკური ზიანი, რომელიც მიიღო ევროკავშირმა და ეს ზიანი დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც თანდათან მოხდა ევროკავშირისა და რუსეთის დაშორიშორება.
ამით ევროკავშირმა თანდათან დაკარგა წვდომა რუსულ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის და მთლიანად ევროპის ეკონომიკის განვითარებისთვის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებმა დაკარგეს წვდომა იაფ, რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. ეს იყო მთავარი მიზანი ჩვენი აზრით იმ ომის, რომელიც დაიწყო, საბოლოო ჯამში, ჯერ 2008 წელს საქართველოში, შემდეგ ორი ომი იყო უკრაინაში.
მთავარი მსხვერპლი იყო ევროპა და ევროკავშირი. შედეგები არის სახეზე - ეკონომიკა ჩამოვიდა 30 %-დან 17.5 %-მდე, დაკარგეს იდენტობა, არის მძიმე პრობლემები ინდუსტრიაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ევროკავშირი არის მთავარი მსხვერპლი. რასაც ვკითხულობთ ჩვენ იმ დოკუმენტიდან, რომელიც გამოქვეყნდა, შეიძლება აღვიქვათ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ვიღაცას ეს საქმე აქვს ბოლომდე მისაყვანი - რასაც ჰქვია ევროკავშირის საბოლოო დასუსტება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები.
აშშ-ში აშკარად ჩანს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ე.წ. „დიფ სთეითს“ შორის, ანუ არაფორმალურ ძალებს შორის, რომელთაც აქვთ გავლენა ჯერ კიდევ აშშ-ზე და აქვთ არსებითი, გადამწყვეტი გავლენა ევროკავშირზე. მთავარი იქნება ის, თუ რით დასრულდება ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის. თუ არაფორმალური ძალები საბოლოოდ გაიმარჯვებენ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი. თუ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მეტი შანსი აქვს ევროკავშირს, რომ გაიძლიეროს პოზიციები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესებს,“- განაცხადა პრემიერმა.
1765913355
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას
„ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცე...
1765913318
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა
„ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...
1765913278
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგად...
1765912600
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება
„ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერ...
1765912567
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთ...


























