პრემიერი: ზურაბ ფარჯიანმა პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - „ნაცი“ არის ბნელი - გედი ფოფხაძეზე კომენტარის გაკეთებაც კი დროის ფუჭი ხარჯვაა

ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - „ნაცი“ არის ბნელი, შესაბამისად, მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს მდგომი მოვლენა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, გედი ფოფხაძემ გააგრძელა ის ხაზი, რომელიც აჩვენა მანამდე ზურაბ ფარჯიანმა, რომელმაც სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით,

„გედი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელიც არავითარ კომენტარს არ იმსახურებს. მთავარი არის ის, რომ ამით ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ნაცის“ და რადიკალური ოპოზიციის სახე. კონკრეტული „ნაცები“, როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი, ნათია ჭკუასელი და სხვები, პირდაპირ სიცილით და სიხარულით შეხვდნენ ახალგაზრდა კაცის შემზარავ მკვლელობას აშშ-ში. ამის შემდეგ რამდენიმე საათში გედი ფოფხაძე, ამ ადამიანების კიდევ ერთი გაგრძელება, აკეთებს ასეთ განცხადებას. გედი ფოფხაძეზე კომენტარის გაკეთებაც კი დროის ფუჭი ხარჯვაა, არაფრად არ ღირს ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის „ნაცის“ სახე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენა გედი ფოფხაძემ. მან გააგრძელა ის ხაზი, რომელიც გვიჩვენა მანამდე ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - „ნაცი“ არის ბნელი, შესაბამისად, მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს მდგომი მოვლენა. ეს არის ერთადერთი, რა კომენტარიც შეიძლება გაკეთდეს გედი ფოფხაძეზე და მის სულიერ მეგობრებზე, როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი და სხვები - „ნაცი“ არის ასეთი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757687041

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო

ახალციხეში თანამედროვე სტანდარტებისსპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, - ახლად აშენებული მულტიფუნქციური კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალი...

პრემიერ-მინისტრი

1757686937

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: „ბორჯომის“ ახალი საწარმო მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც 120 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 600 სამუშაო ადგილი შეიქმნა“

„ბორჯომის“ ახალი საწარმოს გახსნა, მსგავსი პროექტები და ინვესტიციები ჩვენთვის უდიდესი სტიმულის მომცემია, რადგან ისინი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის როლს, ხაზს უსვამს, რომ ბიზნ...

მარიამ ქვრივიშვილი

1757686294

საზოგადოება

პრემიერი „მეგობარი აქტზე“: ეს მტრული აქტი საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ურთიერთობებს, ვართ აბსოლუტურად ღია და ვაცხადებთ, რომ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას

განცხადება გაკეთდა, რომ ეს მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამ ურთიერთობებისთვის, - განუცხადა პრემიერ...

ირაკლი კობახიძე

1757685904

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო

ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო, - განუცხადა საქართ...

ირაკლი კობახიძე

1757685872

საზოგადოება

პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

სასამართლო