პრეზიდენტი: სასწაულია, რომ ფინალურ ეტაპზე გადავიდა ჩვენი ქვეყანა, უკან მოიტოვა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, პოლონეთი, ბრიტანეთი - რა რესურსის ქვეყნები და მათ შორის წარმოდგენილია პატარა, მაგრამ ძლიერი სპორტსმენებით ჩვენი ქვეყანა

მართლა სასწაულია, რომ ფინალურ ეტაპზე გადავიდა ჩვენი ქვეყანა და უკან მოიტოვა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, პოლონეთი, ბრიტანეთი. რა ქვეყნები, რა შესაძლებლობების, რა რესურსის და ამ ქვეყნებს შორის წარმოდგენილია პატარა, მაგრამ ამბიციური და ძლიერი სპორტსმენებით ჩვენი ქვეყანა. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საუბრისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ხუთეულში მოხვედრა იყო ისტორიული შედეგის დაფიქსირება.

„თითქმის ყველა ლიდერი ესწრებოდა ამ ღონისძიებას, პირველ სპორტულ შეჯიბრებას ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობით და ალბათ ყველა ვხედავთ, იქ 10 ქვეყანა იყო წარმოდგენილი მხოლოდ, ვინც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას, ვინც მიიღო ეს ლიცენზია. ხომ წარმოგიდგენიათ მთელს მსოფლიოში ამ დიდ ქვეყნებთან როგორ გამორჩეულად ფრიალებდა ჩვენი დროშა, 10 დიდ ქვეყანაში წარმოდგენილი ეს პატარა ქვეყანა და ეს იყო ყველაზე დიდი გადადგმული ნაბიჯი, როცა ჩვენ შევძელით და ხუთეულში [მოვხვდით], ეს იყო ისტორიული შედეგის დაფიქსირება, როცა სხვა სახეობებში, ეს არის ერთ-ერთი დიდი შედეგის მიღწევა და მინდა ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ ათ ქვეყანას როცა ჩამოთვლი და იმ 10 ქვეყანაში შენი გუნდი შეძლებს, რომ მოხვდეს პირველ ხუთეულში, ეს იყო საოცრება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი სპორტსმენები კონკურენტუნარიანი არიან და საამაყონი არიან.

„ეს ხომ ოლიმპიადაა, იქ ესწრები და როცა შენი ქვეყანა ესე პოზიციონირებს და შემდეგ ყველა ამას აღნიშნავდა და ეს ცალკე რიტუალია, როცა გილოცავენ და როცა ხედავენ საქართველო ესეთ დიდ წარმატებას აღწევს. ეს არის ბედნიერება და ეს არის ჩვენი გაერთიანების პირდაპირი, ემოციური მნიშვნელობის შესაძლებლობა, რომ ამით ვიამაყოთ და ვამაყობთ კიდეც. იმიტომაც გვაქვს ეს დამოკიდებულება სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სპორტსმენებს ყველა პირობა შევუქმნათ იმისათვის, რომ მათ მაღალ დონეზე იასპარეზონ. ისინი არავის ჩამოუვარდებიან და მართლაც თითით საჩვენებელია, შეიძლება ვერც დამისახელოთ სხვა ქვეყანა, როცა ამდენ სახეობაში შენ გყავს კონკურენტუნარიანი სპორტსმენები და გუნდები, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყოს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775238281

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს. ქართ...

საქართველოს სპორტის სამინისტრო

1775236622

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო. ფერწერული ტილოები წარმოდგენილია...

თინათინ რუხაძე

1775234180

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე www.naec.ge გამოაქვეყნა. „ცნობარი აბიტუ...

ეროვნული გამოცდები

1775232662

ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდ...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი

1775230611

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი3 აპრილი, 2026 წელი. თბილისი 2026...

ეკლესია