პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
                საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
1762261956
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7109 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1762261296
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ერთ-ერთი უმსხვილესია მთელ რეგიონში
ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ჩვენს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც...
1762260267
საზოგადოებაგია ვოლსკი: ვიზალიბერალიზაციის თემის განხილვისას პოლიტიკური მდგენელის გარდა, იმედი გვაქვს, გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი საკითხები, მათ შორის რეიტინგები
„ვიზალიბერალიზაციის თემა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იქნება განხილული, მაგრამ დღეს რა განხილვაც შედგება, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი განხილვებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვი...
1762257921
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ დოჰაში გამართულ მსოფლიო სოციალურ სამიტში მონაწილეობა მიიღო
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, დოჰაში გამართულ, მსოფლიო სოციალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის მთავარი თემა სოციალური განვითარების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. სესიაზე, სიღარიბის აღმოფხვრ...
1762257124
ახალი ამბებიმარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები...

















                                    
                                    
                                    
                                        
                                        
                                        
                                        
                                        








