პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ.ჯ.-ს და გ.ჩ.-ს. სროლის დროს ასევე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლ.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადნილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლოს საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746767451

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს ღირსეული წვლილი მიუძღვის, ამ წვლილის, მსხვერპლის, გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება

„80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც, ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო, რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხ...

შალვა პაპუაშვილი

1746766974

ახალი ამბები

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.    1945 წლის...

ზოგადი

1746737766

საზოგადოება

კახა კალაძე: მე ვარ ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ გუნდის, ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს და რასაც გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, თუ ვინ უნდა იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება

2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი და ბევრი მაგარი პროექტი იქნა განხორციელებული. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, ჩემს უკან დგას 30 000 - მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად დაუღალავად მუშაობენ იმისთ...

კახა კალაძე

1746736315

საზოგადოება

კახა კალაძე: აღმოჩნდა, რომ ის სანიაღვრე, რომელიც გადის რუსთაველზე არის მძიმედ ავარიული, სრულად დასაშლელია, რაც ძალიან დიდ დროს დაიკავებს და არ გვინდოდა რუსთაველის ამდენი ხნით დაკეტვა, ამის გამო პროექტი გადავდეთ მომავალ წელს

ჩვენ დავიწყეთ დეტალური კვლების ჩატარება და აღმოჩნდა, რომ ის სანიაღვრე, რომელიც გადის რუსთაველზე არის გაკეთებული ალბათ 50 წლის წინ, რომელიც არის ძალიან მძიმედ ავარიულ მდგომარეობაში, ფაქტობრივად სრულად...

კახა კალაძე

1746735106

საზოგადოება

კახა კალაძე ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ ხანძარზე: ძალიან მძიმე იყო დამწვარი ტერიტორიის კადრები, დაზარალებული ადამიანები და კარგად მესმის მათი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ექნებათ ფინანსური მხარდაჭერაც

ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ყველას თანავუგრძნობ 400-მდე დაზარალებულია. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არის ყოველდღიურ კომუნიკაციაში საინიციატივო ჯგუფთან და უმძიმესი მდგომარეობაა ა...

კახა კალაძე