პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა სხვადასხვა ქვეყნის სახელით გაცემული, ყალბი პასპორტებით გახსნილი საბანკო ანგარიშები გამოიყენა, რომლებზეც დანაწევრებით შეიტანა დაახლოებით 1.9 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა. საბანკო ანგარიშებზე განთავსებული, კანონიერ შემოსავლად შენიღბული დაუსაბუთებელი თანხები, ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის მიზნით, ბრალდებულმა მრავალჯერადი ტრანზაქციებით მის მიერ კონტროლირებად და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, ხოლო თანხის ნაწილის ინვესტირება უძრავ ქონებაში მოახდინა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული უძრავი ქონების და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788436155

საზოგადოება

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამე...

პატრიარქ შიო III

1788434984

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პირველკლასელ შვილს სასკოლო ფორმა შეუძინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 51-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელი შვილისთვის სასკოლო ფორმა შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ facebook-...

გივი მიქანაძე

1788434901

საზოგადოება

საქსტატი: მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის, 12%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაზრდილია პროდუქციის გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობაც. ამ მხრივ ბიზნე...

 ბიზნესსექტორის ბრუნვი

1788430803

საზოგადოება

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება. 14:00 საათზე, ნიკა გვარამიას გამოკითხვაა ჩანიშნული. ჯამში ლაპარაკია 10 ადამიან...

პოლიციის მთავარ სამმართველო

1788430496

მსოფლიო

ფაშინიანი: თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ხოლო თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ ესეც განვიხილოთ

 სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი წინააღმდეგ არ იქნება, თუ რუსეთი თავისი სამხედრო ბაზის ქვეყნიდან გაყვანას გადაწყვეტს. „ამ პერიოდის განმავლობაში რუსული სამხედრო ბაზი...

ნიკოლ ფაშინიანი