ნინო მშვიდობაძე სკოლის ფორმებზე: პოლიესტერი არის ხელოვნური ბოჭკო, მაგრამ ის მხოლოდ პიჯაკის სარჩულის შემადგენლობაშია, ქვედაბოლო და შარვლის სარჩული კი 100% ბამბაა - სკოლებში მოსწავლეებს უნდა ეცვათ ფორმები და ეს ინდივიდუალობას არავის უკარგავს

ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში სკოლის ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ უკმაყოფილებას ეხმაურება და რამდენიმე ძირითად არგუმენტს გამოყოფს.

მისი თქმით, მოსაზრება, თითქოს სკოლის ფორმა ბავშვს ინდივიდუალობას უკარგავს, მცდარია, რადგან ევროპისა და ამერიკის წამყვან სკოლებშიც უნიფორმა სავალდებულოა.

რაც შეეხება მის ხარისხზე გავრცელებულ შეფასებებს, მშვიდობაძე აღნიშნავს, რომ პოლიესტერი არის ხელოვნური ბოჭკო, რომელიც გამოიყენება მხოლოდ პიჯაკის სარჩულში, რადგან ის სწრაფად შრება, არ იჭმუჭნება და ინარჩუნებს ფორმას. ამასთან, წერს, რომ შარვლისა და ქვედაბოლოს სარჩული 100%-ით ბამბისაა.

მისივე თქმით, მწარმოებელ ქვეყანაზე პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან მსოფლიო ბრენდების უმეტესობაც იქ იკერება.

„აქამდე ვდუმდი, ველოდებოდი, როდის ჩამოვიდოდა, რომ ჩემი თვალით მენახა.
მოდი, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ სკოლაში (ნებისმიერ სკოლაში, საჯარო იქნება ეს, თუ კერძო) ფორმა აუცილებელია, თუ გვინდა სკოლა სკოლას და მოსწავლე მოსწავლეს ჰგავდეს.

საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?!

რაც შეეხება ხარისხს, ჯერ ერთი, პოლიესტერი კი არის ხელოვნური ბოჭკო, მაგრამ ის მხოლოდ პიჯაკის სარჩულის შემადგენლობაშია 100 პროცენტით და ჩააცვით პიჯაკის შიგნით ბამბის ქსოვილი შვილს, ასე თუ გაღიზიანებთ ხელოვნური ბოჭკო. რაც შეეხება ქვედაბოლოს და შარვლის სარჩულს, ის 100 პროცენტით ბამბაა.

დავუბრუნდეთ ისევ პოლიესტირს, რატომ მაინცადამაინც ის? იმიტომ, რომ მალე შრება და პიჯაკის შემთხვევაში ეს აუცილებელია; არ იჭმუჭნება და ინარჩუნებს ფორმას, ანუ სიმყარეს და არაა მოჩაჩული.
კომპლექტში შედის პიჯაკი, ქვედაბოლო და შარვალი გოგოს შემთხვევაში, ხოლო ვაჟებისთვის - პიჯაკი და ორი შარვალი და ღირებულება ჯამში 95 ლარი.

პრეტენზია იყო მწარმოებელ ქვეყანაზეც. არადა, ნათესავმა ნიუ იორკიდან საჩუქრები რომ ჩამოგვიტანა, ყველაფერს Made In China-ო, ეწერა, იქაც, იქაც ვიზუალურად კი, ვიზუალურად ძალიანაც რომ ლამაზია, როგორც გოგოს, ასევე - ბიჭის, განსაკუთრებით ჩვენი გერბი მომწონს.

მოკლედ, დამწუნებელთა საქმე უსაქმური კაცისა და მახათის ამბავს მაგონებს და მომკალით, თუ გინდა
დიახ, სკოლებში მოსწავლეებს უნდა ეცვათ ფორმები და ეს ინდივიდუალობას არავის უკარგავს. ვინმემ იკითხეთ, თქვენს შვილებს ბოლო მოდაზე ჩაცმულს რომ უშვებთ საჯარო სკოლაში, მის გვერდით სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვი თავს როგორ გრძნობს?!

ინდივიდუალიზმი კი ტანსაცმელზე რომ იყოს დამოკიდებული, დედამიწა თავის ღერძს ასცდებოდა.პ.ს. მოვისმინე ისიც, არიქა, ფორმა დიდიაო; ზომა სტანდარტულია კლასების მიხედვით და თუ მაინც დიდი მოუვიდა ბავშვს, გადააკეთოთ შეგიძლიათ“, - წერს ნინო მშვიდობაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788437845

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩ...

პროკურატურა

1788436155

საზოგადოება

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამე...

პატრიარქ შიო III

1788434984

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პირველკლასელ შვილს სასკოლო ფორმა შეუძინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 51-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელი შვილისთვის სასკოლო ფორმა შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ facebook-...

გივი მიქანაძე

1788434901

საზოგადოება

საქსტატი: მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის, 12%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაზრდილია პროდუქციის გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობაც. ამ მხრივ ბიზნე...

 ბიზნესსექტორის ბრუნვი

1788430803

საზოგადოება

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება. 14:00 საათზე, ნიკა გვარამიას გამოკითხვაა ჩანიშნული. ჯამში ლაპარაკია 10 ადამიან...

პოლიციის მთავარ სამმართველო