პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 71.118 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება დააფასოვეს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ქუთაისში ბრალდებულების საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკისას 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1755277425
საზოგადოებანინო წილოსანი: სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო
სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო...
1755276066
საზოგადოებაშალვა მაისურაძე: ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე - ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალურად დავიცვა ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესები ყველა მიმართულებით
ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცნობი თითოეული თქვენგანის საჭიროებებს, - წერს ნაძალადევის რაიონ...
1755274283
საზოგადოებასაგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის ინფორმ...
1755273433
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა - ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი
„ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად...
1755273274
საზოგადოებაცესკო: არჩევნებისთვის მზადების პროცესი მიკერძოებული პირებისგან მორიგი თავდასხმის საბაბად იქცა
ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის აქტივობები და პროექტებია აღნიშნული, რომლებიც ცესკომ ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, განხორციელდ...