შალვა პაპუაშვილი: ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა - ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი

„ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითაც დღეს გამართულ სასამართლო პროცესს ეხმიანება.
„დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან“ დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსტრემიზმის იმ მასშტაბს, რომელიც შარშან, ძალადობრივი დემონსტრაციების დროს ვიხილეთ.
რთულია, ვერ დაინახო კავშირი გაბევრებულ პირომანებსა და „მოლოტოვის კოქტეილის“ პოპულარიზაციის კამპანიას „მე ვისროლე“ შორის, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა.
ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა.
ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი, სანამ ის საჯაროდ და მკაფიოდ არ გაემიჯნება, ბენზინიანი ბოთლების ევროკავშირის სახელით დამზადებას და სროლას.
მართლაც სირცხვილია, რომ ბრიუსელი ევროკავშირს ძალადობასთან აიგივებს“, - წერს პაპუაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1755277425
საზოგადოებანინო წილოსანი: სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო
სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო...
1755276066
საზოგადოებაშალვა მაისურაძე: ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე - ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალურად დავიცვა ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესები ყველა მიმართულებით
ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცნობი თითოეული თქვენგანის საჭიროებებს, - წერს ნაძალადევის რაიონ...
1755274682
საზოგადოებაპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წ...
1755274283
საზოგადოებასაგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის ინფორმ...
1755273274
საზოგადოებაცესკო: არჩევნებისთვის მზადების პროცესი მიკერძოებული პირებისგან მორიგი თავდასხმის საბაბად იქცა
ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის აქტივობები და პროექტებია აღნიშნული, რომლებიც ცესკომ ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, განხორციელდ...