ცესკო: არჩევნებისთვის მზადების პროცესი მიკერძოებული პირებისგან მორიგი თავდასხმის საბაბად იქცა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის აქტივობები და პროექტებია აღნიშნული, რომლებიც ცესკომ ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა: როგორებიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო კონფერენცია, პროექტი „არჩევნები და ელექტრონული ტექნოლოგიები“, ასევე, გაიმართა შეხვედრები ახალგაზრდებთან და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეებთან. ხოლო ამჟამად ტრენერთა კორპუსის გადამზადების პროცესი მიმდინარეობს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე დაიწყო და ამ დრომდე არაერთი აქტივობა განახორციელა, რომელიც არჩევნების პროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. მათ შორის განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

პროექტი „არჩევნები და ელექტრონული ტექნოლოგიები“, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში 7 ეტაპად განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 4 900-მდე მონაწილემ.

გაიმართა შეხვედრები ახალგაზრდებთან პროექტის „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებებამდე“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 400-მდე ახალგაზრდამ.

გაიმართა სამუშაო შეხვედრა საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 80-მდე პირმა.

როგორც ცესკოში აღნიშნავენ, აღნიშნული აქტივობებისა და პროექტების განსახორციელებლად დახარჯული თანხები ზოგიერთი დაინტერესებული მხარისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი გახდა.

მათივე თქმით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი მონაცემების ტირაჟირება ხდება იმგვარად, თითქოს დანახარჯები რამდენიმე თვის მანძილზე ათობით ჩატარებულ ღონისძიებას და ათასობით ადამიანს კი არა, მოკლე პერიოდში დაუდგენელ საჭიროებებს მოხმარდა და ამ მხრივ, რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი.

 

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოსამზადებელი ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, ტრენერთა კორპუსის გადამზადების პროცესი. სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები კი შემდგომ ეტაპზე ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების ათასობით წევრს ჩაუტარებენ.

ბუნებრივია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობის განხორციელება არის ცესკოს სამოქმედო გეგმის ნაწილი. თვეების მანძილზე ათეულობით ღონისძიების ჩატარებას და ათიათასობით ადამიანის გადამზადებას კი - თან ახლავს გარკვეულ ხარჯები. ეს, როგორც ჩანს, ზოგიერთი დაინტერესებული მხარისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი გახდა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი მონაცემების ტირაჟირება ხდება იმგვარად, თითქოს დანახარჯები რამდენიმე თვის მანძილზე ათობით ჩატარებულ ღონისძიებას და ათასობით ადამიანს კი არა, მოკლე პერიოდში დაუდგენელ საჭიროებებს მოხმარდა და ამ მხრივ, რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი. მაშინ, როცა ყველა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებასთან არის დაკავშირებული საჯაროა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ყველა ხარჯი არის მიზნობრივი და დასაბუთებული. ამ საკითხზე დაინტერესებული მხარეების კომენტარები კი ორგანიზაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ცენტრალური საარჩევნო კომისიას არ დატოვებს რეაგირების გარეშე პროცესის დაზიანების არც ერთ მცდელობას და საზოგადოებას მიაწვდის სიმართლეს ყველა საკითხზე, რომელიც მიკერძოებული პირების მიერ მანიპულაციურად იქნება ტირაჟირებული“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755277425

საზოგადოება

ნინო წილოსანი: სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო

სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო...

ნინო წილოსანი

1755276066

საზოგადოება

შალვა მაისურაძე: ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე - ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალურად დავიცვა ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესები ყველა მიმართულებით

ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცნობი თითოეული თქვენგანის საჭიროებებს, - წერს ნაძალადევის რაიონ...

შალვა მაისურაძე

1755274682

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წ...

პროკურატურაპროკურატურა

1755274283

საზოგადოება

საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის ინფორმ...

საავტომობილო მოძრაობა

1755273433

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა - ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი

„ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად...

შალვა პაპუაშვილი