„ქართული ოცნების“ საერთაშორისო პოლიტიკას დავარქვი ასინეთას პოლიტიკა - შეიძლება, ამ დონეზე დავიდეს? - ანა დოლიძე

მე „ქართული ოცნების“ საერთაშორისო პოლიტიკას დავარქვი ასინეთას პოლიტიკა. ამხელა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში ასინეთასავით ინსტრუქციებს ეყრდნობიან: იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ანა დოლიძის განცხადებით, საერთოდ არ იყო საჭირო უკრაინელების მხრიდან მოწვევა და „ქართული ოცნების“ წევრები ისედაც უნდა ჩასულიყვნენ უკრაინაში, რადგან ამას ქართული კულტურა და ღირებულებები მოითხოვს.

„მეგობრის კი არა, მოსისხლე მტრის დატირება ხდება ქართულ კლასიკაში და ქართულ ფასეულობებში. იმდენად რთულ ფასეულობით აღრევასთან და შიშთან გვაქვს საქმე, რომ იმასაც ვერ აღიარებენ რა გვაქვს ნასწავლი მე-3 და მე-5 კლასში. საერთოდ არ იყო საჭირო მოწვევა, რა თქმა უნდა, უნდა წავიდნენ პანაშვიდზე.

მე „ქართული ოცნების“ საერთაშორისო პოლიტიკას დავარქვი ასინეთას პოლიტიკა. ამხელა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში ასინეთასავით ინსტრუქციებს ეყრდნობიან: იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა. შეიძლება რომ ასინეთას დონეზე დავიდეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა?“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ გადაცემაში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ კითხვარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „წყალი არ გაუვა, ხელისუფლებას კითხვარის შევსებაში პრობლემა ექნება“.

„წყალი არ გაუვა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ექნება პრობლემა კითხვარის შევსებაში. მთავარი კრიტერიუმი იცით რა არის ევროკავშირში გაწევრიანებაში? დამოუკიდებელი სასამართლო, საბაზრო ეკონომიკასთან ერთად. რაც არ უნდა პასუხი გასცეს საქართველოს ხელისუფლებამ მეორე მხარემ ხომ კარგად იცის, რომ აქ კითხვები დაისმება.

თუ ევროკავშირი ჩვენ მოგვიდგა სუფთა საქმიანად და სამართლებრივად, ეს თუ მოხდა ჩვენ ყველა წავაგებთ ამით. ჩვენ ყველას ინტერესშია, რომ მოვახერხოთ ყველანაირი რესურსის მობილიზება, ბრიუსელში სიარული, საუკეთესო დაპირებების გაცემა, ევროკავშირი უნდა დავარწმუნოთ, რომ ამას ყველაფერს უფრო მსუბუქად შეხედოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „იტყუილები, მასე აკეთებს ყველა, როცა ომია, ქალებიც და ბავშვებიც კვდება ყველგან აბსოლუტურად“ - სასულიერო პირი ვახტანგ თოხაძე

🔵 ქალი, რომელსაც თბილისში, ქარის დროს ხე დაეცა, კლინიკაში დაიღუპა

🔵  „მათთან სამუდამო ვალში ვართ. ეს მუსიკა ჩემი სრულიად მოკრძალებული მადლობა და პატივისცემაა ჩვენი დევნილების მიმართ... თუ ეს რამეს ნიშნავს...“ - მაია ბუწაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე