„მათთან სამუდამო ვალში ვართ. ეს მუსიკა ჩემი სრულიად მოკრძალებული მადლობა და პატივისცემაა ჩვენი დევნილების მიმართ... თუ ეს რამეს ნიშნავს...“ - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს.

„უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაგვიმძაფრდა ჩვენი ომების ტკივილი. თვალწინ სულ 90-იანების და 2008 წლის ომის კადრები ტრიალებს. ზოგჯერ სოციალურ ქსელებში გულისტკივილს გამოთქვამენ, რომ უკრაინის ასეთი მხარდაჭერა ზედმეტია, რადგან ჩვენ ამდენი დევნილი გვყავს. ეს არ მგონია სწორი.

უკრაინის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ტკივილი დაგვავიწყდა. პირიქით, უკრაინას ვგულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როგორც მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ორმაგად განვიცდით მათ ამბავს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ტრაგიკული უახლესი ისტორია კიდევ უფრო გვიძლიერებს მხარდაჭერის სურვილს. ფაქტიურად ჩვენს ბრძოლად აღვიქვამთ.

მარიუპოლის და ბუჩას კადრების აღქმა კიდევ უფრო მძაფრად შეგვიძლია იმიტომ, რომ გაგრის უმძიმესი ისტორიები გვახსოვს. სოხუმის დაცემის ტკივილი აძლიერებს შიშს, რომ კიევმაც იგივე ბედი არ გაიზიაროს. ჭუბერის საშინელი კადრები სულ თვალწინ გვიდგება. არა მგონია, დღევანდელი ჩვენი ემოციები რამენაირად ჩენი დევნილების მიმართ ნაკლებ პატივისცემას ნიშნავდეს.

თუმცა ერთი კი მინდა ვთქვა, ის შეგრძნება სულ მაქვს, რომ ამ ხალხს თავის დროზე სათანადო სითბო და ყურადღება არ მივეცით. მათ მთელი საქართველოს ომი გადაიტანეს...

მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ სულ გულზე მესობოდა იმის ყურება, რომ დანარჩენი საქართველო ფაქტიურად ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობდა და თითქოს ისე მკვეთრად ვერ აღვიქვამდით იქაურ რეალობას.

სულ მაქვს შეგრძნება, რომ მათთან ვალში ვართ. ჩვენს ბავშვებს მეტად უნდა ვასწავლიდეთ მაშინდელ ამბებს, უფრო უკეთ უნდა იცნობდნენ ჟიული შარტავას და სხვა გმირების სახელებს. ძალიან გული მწყდება, რომ ზოგიერთები იმ მიზერულ დახმარებასაც კი აყვედრიან ჩვენს დევნილებს, რასაც სახელმწიფო აძლევს.

კიდევ ვიმეორებ, მათთან სამუდამო ვალში ვართ.

ეს მუსიკა ჩემი სრულიად მოკრძალებული მადლობა და პატივისცემაა ჩვენი დევნილების მიმართ... თუ ეს რამეს ნიშნავს...

აფხაზეთი - Abkhazia

მუსიკა და შესრულება: მაია ბუწაშვილი“- წერს მაია  ბუწაშვილი ფეისუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 მიშა მშვილდაძე სუს-მა ფეისბუკ პოსტის გამო გამოკითხვაზე დაიბარა

🔵  „როგორ მიგატოვეს?! ძალიან მეცოდები, შვილსაც დაგიძახებ, მართლა მეცოდები - როგორ მიგატოვეს" - ასე მიმართა ნიკო კვარაცხელიას დედამ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს

🔵 რუსეთში “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი ვერსია დაბლოკეს

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე