ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2 სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციაც.
ამ დროისთვის, 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული. საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია.
2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ფარგლებში უკვე აცრილია 305 844 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი.
სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციის და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული.
ჯილეხი (ციმბირული წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1749230522
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...
1749228247
ახალი ამბებიკახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს
თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...
1749227217
სპორტიმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...
1749226106
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...
1749222260
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...