რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ნეგატიური კამპანია ძირითადად მიმართულია მათკენ, რომლებიც არ იზიარებენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ამჯერად მორიგი თავდასხმა საქართველოს ნაკრების გუშინდელ თამაშს მოჰყვა, სადაც ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა. მატჩის დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში გუნდის წინააღმდეგ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.

ყურადღების ცენტრში მოექცა, ასევე, გიორგი გველესიანიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ნაკრების ფეხბურთელებზე განხორციელებულ პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა.

გთავაზობთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათთან ასოცირებული აქტივისტების რამდენიმე განცხადებას:

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, „გვეყოლება ქოცები, გვექნება ჩამოშლილი ფეხბურთი“.

ლაშა ფარულავას თქმით, „როცა ქვეყანას ქოცობა აზის თავზე, მერიტოკრატია და სისტემური რეფორმები სასაცილო ცნებებად იქცევა“.

თენგო გოგოტიშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ ნუ ელოდებიან მეტს ნაკრებისგან, „რომლის ფედერაციასაც რუსული კანონის ხელმომწერი მოღალატე ხელმძღვანელობს“.

„ასე იცის გაქოცებამ“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე და ნაკრების მწვრთნელს წასვლისკენ მოუწოდებს.

ამასთან, მათი აქტივისტების მხრიდან ვრცელდებოდა სარკასტული კომენტარებიც, თითქოს, გიორგი გველესიანის ბულინგისთვის დასაჯა ალაჰმა. ზოგიერთი ქვეყანაში არსებულ უიმედობაზე აპელირებდა, რომ „რა მდგომარეობაშიც ქვეყანაა, იმ მდგომარეობაშია ნაკრებიც“.

გულშემატკივრების შეფასებით, ეროვნული ნაკრების წევრებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცდება და პირველ რიგში, აზიანებს ეროვნულ ინტერესებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790404730

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონ...

დაკავება დაკავება

1790403113

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 სექტემბერს საქართველოში

26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...

ამინდი ამინდი

1790369297

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ იხილა, როგორ დამარცხდა ეს ყალბი რევოლუციური პათოსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი, პროტესტის მონაწილეების მხრიდან თავიანთი აქტივიზმის ფსევდოსაკრალურ პრიზმაში გადაყვანის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, საზო...

ირაკლი ჭეიშვილი:

1790368175

ახალი ამბები

სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

ისტორიაში პირველად თბილისი პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლე...

ირაკლი დოლაბერიძე

1790367020

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ...სექტაა, აბა რა არის ეს?!

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის...

დავით ქართველიშვილი