რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს
სინამდვილეში 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, იმ სიძულვილით, რომელიც ოპოზიციას გააჩნია ერთმანეთის მიმართ, ქართული საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლიათ ქვეყნისთვის.
„ამ დაპირისპირებით და ურთიერთსიძულვილით, რომელიც მათ გააჩნიათ, ჩვენი საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, რომ ამათ რომ რაიმე ბერკეტი ჰქონოდათ და რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაზე რაიმე გავლენა შეეძლოთ, რას უზამდნენ და რას დამართავდნენ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „ახლის“ ყოფილი წევრს, ოპოზიციონერ მირდატ ქამადაძეს სოციალურ ქსელში უპირისპირდება. ფედერალისტების ლიდერის გაღიზიანება ქამადაძის განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან თქვა, რომ გაუგებარია, რის გარშემოა გაერთიანებული ოპოზიციური ალიანსი. თავად ოპოზიციურ ალიანსში კი დაპირისპირება ყოველდღიურად თვალსაჩინოა. მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაწყებულ კინკლაობაში მათივე პარტიის წევრები ჩაერთნენ.
1780416972
სპორტირუმინეთთან საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. საქართველო (5-3-2): მამარდაშვილი - გ. მამაგეიშვილი, გოგლიჩ...
1780416415
ახალი ამბებიფოთში მანქანა ბავშვს დაეჯახა
ფოთში მანქანა ბავშვს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გა...
1780415914
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: კარგია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ,რის გამოც საპროცესო გარიგებები უფორმდებათ - იმედია, სამომავლოდ კარგად დაფიქრდებიან სანამ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არშემდგარ რევოლუციონერებს გამოაყენებინებენ თავს
ძალიან კარგია რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ, რის გამოც მათ საპროცესო გარიგებები უფორმდებათ, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი თავ...
1780414905
ახალი ამბები4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ და თემურ ქურციკიძემ დანაშაული აღიარეს
ალექსანდრე ხაბეიშვილი; ბექა ქელეხსაშვილი; გიორგი მუმლაძე; მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე - ესენი არიან ის პირები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკ...
1780413948
მსოფლიომარკო რუბიო: ირანს ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სამშაბათს აღიარა, რომ ირანელებს „ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვთ“, თუმცა დასძინა, რომ ამ ტექნოლოგიის სიიაფე მას რთულად დასაძლევ საფრთხედ აქცევს. „ეს არის გავრცელებუ...



























