4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ და თემურ ქურციკიძემ დანაშაული აღიარეს
ალექსანდრე ხაბეიშვილი; ბექა ქელეხსაშვილი; გიორგი მუმლაძე; მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე - ესენი არიან ის პირები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული აღიარეს.
როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდებათ.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დღევანდელ დღეს დასრულდა როგორც სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და სხდომა გადაიდო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე.
გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში, სადაც პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, სახელმწიფო ბრალდებას განცხადებით მომართა ხუთმა პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ხუთივე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს სასამართლო სხდომაზეც.
გარდა ამისა, უშუალოდ პროცესის დაწყებამდე დამატებით კიდევ ორმა ბრალდებულმა წარმოადგინა განცხადება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული აღიარებს და ინანიებს.
სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან სხდომის დარბაზიდან.
საპროცესო შეთანხმება ფორმდება სამი წლით პირობით მსჯავრზე“, - აღნიშნა პროკურორმა.
1780409798
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ეს არის ჩვენი გულისტკივილი, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს ოპოზიცია
ოპოზიციის არსებობა დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. ეს არის ჩვენი გულისტკივილი, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა ხელისუფლების და არა ქვეყნის ოპოზიცია,...
1780408530
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: პეტერ ფიშერის სახით ველოდებოდით გერმანელ დიპლომატს და საბოლოოდ მივიღეთ გია ხუხაშვილის უარესი ვარიანტი
პეტერ ფიშერის სახით ველოდებოდით გერმანელ დიპლომატს და საბოლოოდ მივიღეთ გია ხუხაშვილის უარესი ვარიანტი, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარ...
1780408381
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით ბელგრადში მიმდინარე კონფერენციაშ...
1780407856
ახალი ამბებიბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამოქმედდა🚄
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა. ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროპისა და აზი...
1780405726
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6660 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6673 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...





























