როგორ გადავჭრათ კოვიდის შემდეგ დარჩენილი ხველის პრობლემა - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის დროს კოვიდის შემდეგ დარჩენილი მშრალი ხველის პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრობს.
იგი მოქალაქეებს 3 ხერხს სთავაზობს.
"კოვიდის შემდეგ ბევრ ადამიანს აწუხებს მშრალი ხველის პრობლემა, ზოგს კოვიდის დროსაც აქვს ეს სიმპტომი. საქართველოში გამოყენებული ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხშირად ვერ აგვარებს ამას.
თუ ხველა კოვიდის დროს დაგეწყოთ და ერთი თვე არ აგილაგდათ, იმის ალბათობა, რომ ეს 6-9 თვე გაგრძელდეს ძალიან დიდია.
რჩევა პირველი - მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე, რადგან როდესაც ორგანიზმში ტემპერატურა მაღალია, სითხე ორთქლდება, ამ დროს კი სასუნთქი გზები შრება და ადამიანი იწყებს ხველას.
რჩევა მეორე - ორთქლის ინჰალაცია. ეს არის იდეალური გზა, ვიდრე ხველის დამთრგუნავი პრეპარატები. აადუღეთ წყალი, გადაიფარეთ თავზე სპეციალური ნაჭერი და ისუნთქეთ ისეთი მანძილიდან, რომ სახე არ დაგეწვათ.
რჩევა მესამე - მიირთვით თაფლიანი ჩაი. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ წლამდე ბავშვებში თაფლის მიცემა აკრძალულია. თუ გინდათ, რომ თაფლიანი ჩაი ეფექტური იყოს, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ პიტნა. ლიმონსაც თუ დაამატებთ თქვენ მიიღებთ ხველის საწინააღმდეგო იდეალურ კოქტეილს.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ მშრალი ხველის დროს, სადაც თქვენ ხართ ოთახში, არ უნდა მოიხმარდნენ ნიკოტინს.
ასევე კარგია, თუ ძილისას ერთ ბალიშს მეორეს დაუმატებთ. ეს შეგიჩერებთ რეფლექსს და ხველა შემცირდება.
თუ ნახველი გიგროვდებათ, თბილ წყალში ჩაყარეთ მცირეოდენი მარილი და გამოივლეთ ხახაში, მოგაშორებთ ლორწოს და შეგიმცირებთ ხველას", - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...
1791726569
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება - ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის ფაქტი, რო...
1791724927
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: საზოგადოებას კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ბატონი ჰერჩინსკის, რბილად რომ ვთქვათ, ძალია...
1791722124
ახალი ამბებიშიო მესამე: ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მეცხრამეტე კვირას, ქადაგებისას ღვთის ლოცვა...
1791716795
ახალი ამბებისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებებ...































