სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა

ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა. საქმე ეხება საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენლის საქმეზე კიდევ რამდენიმე ეპიზოდს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე მაია თეთრაულმა 5 ივლისის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.
შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს ოთხ-ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა, ბრალდების მხარე აღნიშნული განაჩენს არ ეთანხმება და უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
„პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს, ვინაიდან, როგორც მოვისმინეთ, სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში, რაც გულისხმობს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მსჯავრდებულები გაამართლა.
თუმცა დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებაში. ამასთან, შეუმსუბუქა დანიშნული სასჯელი და განუსაზღვრა ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც ხდებოდა მტკიცებულების გამოკვლევა.
რას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, როდესაც აღნიშნულ ნაწილში გაამართლა მსჯავრდებულები, ამ ეტაპზე არ მაქვს პასუხი, ვინაიდან სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი ჩაბარებული არ არის. როდესაც განაჩენს ჩავიბარებთ, თითოეულ მსჯელობას დასაბუთებულს წარვადგენთ უზენაეს სასამართლოში“,- განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, როგორც ბრალდების მხარე აღნიშნავს, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, თუმცა საქმეში ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის, რის გამოც, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
„რაც შეეხება ილია თვალიაშვილის ეპიზოდს, ვასაჩივრებდით მის ნაწილში, ვინაიდან 117-ე მუხლი იყო წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა ილია თვალიაშვილის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის მზად.
მიმდინარეობს ჯერ კიდევ კვლევა, რადგან მას თვალი ჰქონდა დაზიანებული, რაც სპეციფიკური კვლევის საგანს წარმოადგენდა. შესაბამისად ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტს, მოგეხსნებათ, რომ ბევრი ფაქტობრივი გარემოება იყო გათვალისწინებული, მათ შორის გათვალისწინებული იყო ტერიტორია, სადაც ძალადობა განხორციელდა.
საუბარია ინგოროყვას ქუჩაზე და ის ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებების ეთერში გავიდა, მათ შორის კერძო ობიექტების კამერებზეც არის საუბარი, ასევე მირანდა ბაღათურიას ჩვენება, სხვადასხვა ჟურნალისტების ჩვენება, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ბრალდების მხარის შეფასებით, იძლეოდა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას, ქმნიდა ამ კვალიფიკაციას“,- აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძეს 117-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გადაუკვალიფიცირა 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. გასული წლის 4 აპრილს ცოტნე ჩიხლაძეს პირველი ინსტანციის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745309072
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? „ნაცების“ დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
„რადიო თავისუფლება“ ასეთი სათაურით აქვეყნებს "EU-სთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებშია ENG-ები". უკვე გასაგებია გავლენის ამ ოპერაციის სქემა - ჯერ აპოკალიფსის განცდ...
1745307507
ახალი ამბებინათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო...
1745306127
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ლაგოდეხში - კაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა
ლაგოდეხში უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კაცს ფეხი დაუცდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილზე პოლ...
1745305432
ახალი ამბები„პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით...“ - უდეში 15 წლის ბიჭს ეძებენ
სოფელ უდეში, 15 წლის თორნიკეს ოჯახი რამდენიმე საათია ეძებს. „ზუსტად არ მახსოვს რომელ საათზე გავიდა სახლიდან. საფლავებიდან ჩამოვედით, ალბათ 5 წუთიც არ იქნებოდა მარტო და მაშინ გაიპარა სახლიდან. აცვია ცი...
1745304717
ახალი ამბებისაქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია
საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის...