"სად არიან "ჩვენი" ჟჟჟუუურრრრნალისტები. ნუთუ არ "უტყდებათ", რომ ვიღაც CNN-ენელებმა გვერდზე ჩააჩოჩეს და "ამხელა სკანდალური თემა" აახიეს?

ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
 
"საკმაოდ უცნაურია იმ ხალხის აზროვნების მიმართულება, რომლებიც ყოველგვარ უცხოურს, თუნდაც აშკარად დამაზიანებელი იყოს ისე ეტრფიან, როგორც მერვეკლასელი ბიჭი თავის პარალელურ კლასელ გოგონას და მათთვის სხვა აღარაფერი არ არსებობს.

ეს ხალხი მუდამ წუხან იმაზე, რომ საქართველოში დაიბადნენ (მაპატიოს ლადო ასათიანის სულმა) და მარკეტში გამოტანილი „პლასტმასის“ ვაშლი ურჩევნიათ ქართულ უგემრიელეს ვაშლს.

გაგიკვირდებათ და ამ ხალხის აზროვნების მიმართულება ისეთია, რომ CNN-ელი ჟჟუუურრრრნალისტები უფრო მაგრებად მიაჩნიათ ვიდრე მათი კოლეგები ჩვენი „კრიტიკული მედიიდან“.

გუშინ CNN-ზე გასული 11-წუთიანი გადაცემა, რომელიც „ფრი მიშას“ სპეცოპერაციას ეძღვნებოდა, ფეიკ-ინფორმაციის ყველაზე საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად იყო გაჯერებული.

გასაგებია, რომ ამაში იმ გადაცემის ავტორებმა საკმაოდ კარგი ფეშქაში მიიღეს, რაც საახალწლოდ უდავოდ დასჭირდებათ.

ყველაზე მეტ დანამატს მაკკეინის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ახალი ფეიკის, სააკაშვილის პატიმრობის კანონიერებაში ეჭვის შეტანის და მისთვის პოლიტიკურად მოტივირებულის დაქრმევაში მიიღებდნენ.

უბრალოდ მაინტერესებს სად არიან ამ დროს „ჩვენი“ ჟჟჟუუურრრრნალისტები. ნუთუ არ „უტყდებათ“, რომ ვიღაც CNN-ენელებმა გვერდზე ჩააჩოჩეს და „ამხელა სკანდალური თემა“ აახიეს?

შეგიძლიათ ჩაატაროთ ჟჟჟუურრრნალისტური გამოძიება ვინ დაუკვეთა, სად დაუკვეთეს, რამდენი გადაიხადეს, ვინმეს ხომ არ შმუთეს დ.ა.შ.

დროზე ამხილეთ, თორემ ფეიკ-ბაზარზე დიიდი კონკურენციაა და შეიძლება ლუკმა-პური დაკარგოთ
უკან არ დაიხიოთ ქართველო ფეიკ-მეიკერებო.

დასცხეთ მაგ გადამთიელებს, სამშობლო თქვენთანაა", - წერს გაბრიჭიძე.

ცნობისთვის, CNN-მა მიხეილ სააკაშვილს 11 წუთიანი გადაცემა მიუძღვნა.

მედიამ მასალის მომზადებისას ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაზეც, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა გადაიყვანონ სააკაშვილი საზღვარგარეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "პირდაპირ ვეუბნები "ნაციონალურ მოძრაობას", გააკეთეთ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი" - გიორგი ვაშაძე

* "დაუშვებელია მისი შეწყალება ან სხვა ფორმით გამოშვება! სულიც რომ გასძვრეს!" - ბონდო მძინარაშვილი

* "ძალიან მძიმე ამბავია, როცა უსინათლოთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ვიღაცას თვალში არ მოსდის და აზიანებს" - თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი ვანდალიზმის ამსახველ ფოტოს ავრცელებს
 
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753876825

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მამუკა ხაზარაძისთვის, რომელიც თაღლითობისთვის არის გასამართლებული და ქონება მევახშეობით დაიწყო, ქველმოქმედება რა არის, გაუგებარია - ხელის გულზე დევს ის ტყუილი, რომელსაც მისი ტელევიზია ავრცელებს

ხელის გულზე დევს ის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელსაც მამუკა ხაზარაძის ტელევიზია ავრცელებს. ასე რომ, ამას განიხილავს სასამართლო და ჭეშმარიტებას დაადგენს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტ...

 შალვა პაპუაშვილ

1753875289

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 20 ივნისს პარლამენტზე იყო ძალადობრივი შტურმი, რაც დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს - არსებობს კითხვები, რამდენად სწორად იყო განხორციელებული ამ შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიება, რაზეც პასუხს გასცემს პროკურატურა

„არსებობს კითხვები - რამდენად სწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული შს მინისტრის, თუ შესაბამისი პირების მხრიდან 20 ივნისს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიება“, - განაცხადა...

შალვა პაპუაშვილი

1753874091

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ ეს არის იდეოლოგია და ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ერთი პარტიის ნაწილია

 „ნაცობა“ ეს არის იდეოლოგია და ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ერთი პარტიის ნაწილია, - განაცხადა ჟურნალისტებთან ჟენევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის საარჩევნო გე...

შალვა პაპუაშვილი

1753872816

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურა...

პროკურატურა

1753870916

ახალი ამბები

თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს

თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაფინანსდებიან მეწარმე იურიდიული ან...

თბილისის მერია