შალვა პაპუაშვილი: 20 ივნისს პარლამენტზე იყო ძალადობრივი შტურმი, რაც დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს - არსებობს კითხვები, რამდენად სწორად იყო განხორციელებული ამ შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიება, რაზეც პასუხს გასცემს პროკურატურა

„არსებობს კითხვები - რამდენად სწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული შს მინისტრის, თუ შესაბამისი პირების მხრიდან 20 ივნისს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხს პროკურატურა გასცემს.

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა ორი რამე: პირველი - 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე იყო ძალადობრივი შტურმი. ამ შტურის მონაწილეები იყვნენ ნიკა მელია, ნაცები. არცერთი ეს ძალადობა დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს და პირიქით გულში იხუტებენ ამ მოძალადეებს. ასე რომ, ეს ბოდიში ჯერ კიდევ ვალათ აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მიმართ.

მეორე - რაც შეეხება უკვე ამ ძალადობრივი შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიებას, აქ არსებობს კითხვები - რამდენად სწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული შს მინისტრის, თუ შესაბამისი პირების მხრიდან ეს ღონისძიება, შესაბამისად, ამ ყველა კითხვას პასუხს გასცემს პროკურატურა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753946648

ახალი ამბები

საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით...

საქსტატი

1753945850

ახალი ამბები

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმე...

დაკავება

1753944850

ახალი ამბები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ძმები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ძმები დააკავეს

1753942878

ახალი ამბები

არქიტექტორი ლამარა ანდრონიკაშვილი კალაძეზე: მერი, რომელიც თავისი ქალაქის ყოველდღიურ სუნთქვას გრძნობს და პატივს სცემს თბილისელთა ღირსებას, იშვიათობაა, მაგრამ ჩვენ ეს იშვიათობა გვაქვს და მისი შენარჩუნება გვმართებს

„არასდროს ყოფილა ასე აშკარა, თუ რას ნიშნავს ქალაქისთვის მერი, რომელსაც არა მხოლოდ კომპეტენცია აქვს, არამედ პასუხისმგებლობა, შორსმჭვრეტელობა და ყოველდღიური სამსახურის განცდა,“- ასე აფასებს აფხაზეთის და...

კახა კალაძე

1753942250

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად დღეს წარადგენს

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად წარადგენს. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარდგენის ღონისძიება 21:00 საათზე, მთაწმინდის პ...

კახა კალაძე