მიხეილ სადრაძე: ბაჩიაშვილმა თუკი რაიმე არსებითი ხასიათის კითხვა იყო, ყველაფერს თავი აარიდა. მათ შორის, მის მიერ შედგენილ დოკუმენტებზე პასუხს, რადგან ჩათვალა, რომ ეს მისი საწინააღმდეგო იყო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის დაკითხვა, თითქმის სამი საათი მიმდინარეობდა და იგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ბაჩიაშვილს კითხვებს დაცვისა და ბრალდების მხარეები უსვამდნენ.

სხდომაზე პროკურორი მიხეილ სადრაძე დაინტერესდა და კითხვით მიმართა ბაჩიაშვილს, რუსთის მოქალაქეობის ფაქტის გამო შექმნია თუ არა მას პრობლემები, დაუხურეს თუ არა ანგარიშები. სადრაძემ აღნიშნა, რომ ბაჩიაშვილის იმეილებშია ამის შესახებ ინფორმაცია, რომ ამას გარკვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგი ჰქონდა, თუმცა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ბაჩიაშვილს არასდროს უთქვამს.

სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განმარტება ჟურნალისტებთან გააკეთა.

„პრაქტიკულად ყველა გარემოებასთან დაკავშირებით, თუკი რაიმე არსებითი ხასიათის კითხვა იყო, ყველაფერს თავი აარიდა. თავი აარიდა, მათ შორის, მის მიერ შედგენილ და წარმოდგენილ დოკუმენტებზე პასუხს, რადგან ჩათვალა, რომ ეს მისი საწინააღმდეგო იყო. ნამდვილად საწინააღმდეგო იყო, რადგან იქ დაფიქსირებულია კონკრეტული მანიპულაციები, რასაც ის ახორციელებდა.

ასევე, მას წარედგინა კონკრეტული დოკუმენტაცია, სადაც ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის საჯარო განცხადებებთან, ასევე სასამართლო პროცესებზე მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციებთან. ბუნებრივია, ამაზეც მან ვერანაირი ახსნა ვერ გააკეთა. ყველა პოზიციას, რასაც ის აქამდე აფიქსირებდა, არა მხოლოდ საჯაროდ, მასმედიაში, არამედ სასამართლოს დარბაზსა და სხდომებზე, აბსოლუტურად ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ამ კითხვებზე ის პასუხს არ გასცემდა. შესაბამისად, ეს ადასტურებს შეფასებასა და დასკვნას იმისა, რომ დანაშაულებრივი გეგმა მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული და ყველა შესაძლო მოვლენისთვის, სცენარისა და განვითარებისთვის ის მზად იყო. არანაირი პასუხი არ ჰქონდა, მათ შორის, იმ აღიარების დოკუმენტთან, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მისი პროპორცია, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ 1,5 მლნ დოლარის ფარგლებში იყო. სწორედ ამას ვედავებოდით და ეს დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლომ“, - განაცხადა პროკურორმა სადრაძემ.

სააპელაციო სასამართლო სხდომა ხვალ 12:00 საათზე განახლდება. მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 9 ათასი ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753946648

ახალი ამბები

საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით...

საქსტატი

1753945850

ახალი ამბები

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმე...

დაკავება

1753944850

ახალი ამბები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ძმები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ძმები დააკავეს

1753942878

ახალი ამბები

არქიტექტორი ლამარა ანდრონიკაშვილი კალაძეზე: მერი, რომელიც თავისი ქალაქის ყოველდღიურ სუნთქვას გრძნობს და პატივს სცემს თბილისელთა ღირსებას, იშვიათობაა, მაგრამ ჩვენ ეს იშვიათობა გვაქვს და მისი შენარჩუნება გვმართებს

„არასდროს ყოფილა ასე აშკარა, თუ რას ნიშნავს ქალაქისთვის მერი, რომელსაც არა მხოლოდ კომპეტენცია აქვს, არამედ პასუხისმგებლობა, შორსმჭვრეტელობა და ყოველდღიური სამსახურის განცდა,“- ასე აფასებს აფხაზეთის და...

კახა კალაძე

1753942250

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად დღეს წარადგენს

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად წარადგენს. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარდგენის ღონისძიება 21:00 საათზე, მთაწმინდის პ...

კახა კალაძე