შალვა პაპუაშვილი: მამუკა ხაზარაძისთვის, რომელიც თაღლითობისთვის არის გასამართლებული და ქონება მევახშეობით დაიწყო, ქველმოქმედება რა არის, გაუგებარია - ხელის გულზე დევს ის ტყუილი, რომელსაც მისი ტელევიზია ავრცელებს

ხელის გულზე დევს ის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელსაც მამუკა ხაზარაძის ტელევიზია ავრცელებს. ასე რომ, ამას განიხილავს სასამართლო და ჭეშმარიტებას დაადგენს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ტვ პირველის“ წინააღმდეგ ბანკი „ქართუს“ საჩივართან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხაზარაძე ცდილობს, ამგვარი დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს.

„ამ დეზინფორმაციის წყარო არის მამუკა ხაზარაძე - მისი ტელევიზიაა, რომ აწყობს ასეთ თეორიებს. ცნობილი არის, რომ ბანკი ქართუ არის საქველმოქმედო ორგანიზაციის განკარგულებაში და ყველა მისი შემოსავალი სწორედ საქველმოქმედო მიზნებისთვის მიემართება. თუმცა მამუკა ხაზარაძისთვის, რომელიც თაღლითობისთვის არის გასამართლებული და ქონება მევახშეობით დაიწყო, ქველმოქმედება რა არის, გაუგებარია. ამიტომ ის ცდილობს, რომ რამენაირად ასეთი დეზინფორმაციით და ტყუილით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს. ამიტომაც არსებობს სასამართლო, მე მგონი, ხელის გულზე დევს ის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელსაც მამუკა ხაზარაძის ტელევიზია ავრცელებს. ასე რომ, ამას განიხილავს სასამართლო და ჭეშმარიტებას დაადგენს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753946648

ახალი ამბები

საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით...

საქსტატი

1753945850

ახალი ამბები

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმე...

დაკავება

1753944850

ახალი ამბები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ძმები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ძმები დააკავეს

1753942878

ახალი ამბები

არქიტექტორი ლამარა ანდრონიკაშვილი კალაძეზე: მერი, რომელიც თავისი ქალაქის ყოველდღიურ სუნთქვას გრძნობს და პატივს სცემს თბილისელთა ღირსებას, იშვიათობაა, მაგრამ ჩვენ ეს იშვიათობა გვაქვს და მისი შენარჩუნება გვმართებს

„არასდროს ყოფილა ასე აშკარა, თუ რას ნიშნავს ქალაქისთვის მერი, რომელსაც არა მხოლოდ კომპეტენცია აქვს, არამედ პასუხისმგებლობა, შორსმჭვრეტელობა და ყოველდღიური სამსახურის განცდა,“- ასე აფასებს აფხაზეთის და...

კახა კალაძე

1753942250

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად დღეს წარადგენს

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად წარადგენს. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარდგენის ღონისძიება 21:00 საათზე, მთაწმინდის პ...

კახა კალაძე