საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, მომხსენებელმა გასული წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ბიუჯეტის შესრულების ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა.
„2024 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 5,2%-ის ოდენობით ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, შემდგომში უკვე მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე შეიცვალა პროგნოზები და ეკონომიკური ზრდის საბოლოო მაჩვენებელი შეადგენდა 9.4%-ს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა კერძო სექტორმა.
„გასულ წელს საგარეო ვაჭრობა 8,3%-ით გაიზარდა და 23 მილიარდ 484 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი 6 მილიარდ 560 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 16 მილიარდ 924 მილიონი დოლარი იყო. 2024 წელს მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 22.1%-ს შეადგენს“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ასევე გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი.
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს სხვადასხვა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებლებიც გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება საგარეო საქმეთა სამინისტროზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ყველა პროგრამის შესრულების მაჩვენებელი კარგია.
გიორგი კაკაურიძემ 2025 წლის ეკონომიკურ დინამიკაზე და მომდევნო 4 წლის ძირითად მაკროეკონომიკურ პროგნოზებზეც ისაუბრა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და თავის გამოსვლაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის მაჩვენებლები სახელმწიფოს მხრიდან სწორი ეკონომიკური და მშვიდობის პოლიტიკის შედეგია, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ რთულ გარემოს, რომელშიც საქართველო იმყოფება.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილი არის 22.1%.
„მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად. იმისათვის რომ ბიზნესებმა თავიანთი პროდუქტი გაიტანონ, მათ უნდა დანერგონ ევროკავშირისთვის შესაბამისი სტანდარტები. ეს ხელს უწყობს საქართველოში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ადგილობრივი წარმოებისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერებას.
საპროგნოზო მაჩვენებლები შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ამბიციებს, ეს არის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ამის აღიარება არ სურს. ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა იყოს მზად საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის და ეს არ არის უბრალოდ ცარიელი სიტყვები, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია. ევროკავშირში წევრობა ნიშნავს კონკრეტული რეგულაციებისა და რეფორმების გატარებას და უზარმაზარი თანხების ჩადებას ამ პროცესებში. ყველა სამინისტრო მიმართულია იმისთვის, რომ რეფორმების ნაწილში, ქვეყანა იყოს მზად ევროკავშირში წევრობისთვის. ეს სტანდარტები აუმჯობესებს საქართველოში ცხოვრების პირობებს. ფაქტია, რომ საქმით ქვეყანა წინ დგამს ნაბიჯებს განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს ევროკავშირში წევრობასაც“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.
1749119898
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ გავიდნენ მოგებაზე, შეძლონ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა
ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებში და საქართველოს რკინიგზაში და ოპტიმიზაციის შედეგად უკვე 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, - ამის შეს...
1749118175
ახალი ამბებიკახა კალაძე: მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ
დედაქალაქის მერის განცხადებით, ის მერობას გეგმავს და აპირებს „რადიკალურ დაჯგუფებებს ქართველ ხალხთან ერთად მიუჩინოს შესაბამისი ადგილი“. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად...
1749118032
ახალი ამბები„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“ - საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებ...
1749114329
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტიის იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, უფლებამოსილება შეუწყდებათ
„გახარიას პარტიის იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან მოყოლებული შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში თითი-თითზე არ დაუკარებიათ, პარლამენტში ვერ გავაჩერებთ და მათ უფ...
1749113411
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციაზე: მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას - რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ
„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას - რასაც უბრძანებენ გარედა...