საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება. 2026 წლის მაისში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 15.3%-ით გაიზარდა და მაისის რეკორდული მოცულობა - 668.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში კი ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან, ჯამში, რეკორდული ღირებულების, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
საგულისხმოა, რომ მაისში სავაჭრო ბრუნვამ ამავე თვის რეკორდულ მაჩვენებელს, 2,230.5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 7.9%-ით მეტია. იანვარ-მაისში კი სავაჭრო ბრუნვა 3.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ, 10,439.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2026 წლის იანვარ-მაისის სავაჭრო დეფიციტმა 4,222.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით, 653.2 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2025 წელს ექსპორტი 11.2 %-ით გაიზარდა და 7.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 10.5%-ით გაიზარდა და 25.9 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
1781510117
საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისის თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 64...
1781508132
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით
საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავ...
1781507047
ახალი ამბებირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყო...
1781502957
ახალი ამბებიკოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია...
1781501692
ახალი ამბები2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების განრიგი ცნობილია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს...



























