სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფის დასკვნა: სააკაშვილივით კრიტიკული პაციენტის მართვის პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა გლდანის N18 დაწესებულების ციხის საავადმყოფოში, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გაავრცელა.

" 2021 წლის 16 ნოემბერს, განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი #18 დაწესებულებაში შემდეგი სპეციალისტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი გრიგოლია, გიორგი პაპიაშვილი.

ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, გაეცნენ #18 დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს, ესაუბრნენ მთავარ ექიმს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებს.

ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა 2021 წლის 17 ნოემბერს და განიხილა მონიტორინგის შედეგები. განხილვის პროცესში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ. სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს.

                                 პაციენტის მდგომარეობის შეფასება

მიმდინარე სტატუსი - კრიტიკული

                                        რისკის განმსაზღვრელი ფაქტორები:

1. შიმშილობის 48 დღე დასტურდება

2. ვერნიკეს ენცეფალოპათია

3. პერსისტენტული ჰიპოკალემია - 08.11.2021-დან

4. ანემია - თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა

5. სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა

6. მაღალი სტრესული გარემო

                        მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში

1. ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება - კომით, ეპილეფსიური სტატუსით

2. ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა

3. გასტრო ინტესტინალური სისხლდენა

4. ჰემოლიზი - თალასემია + ჰიპოფოსფატემია

5. პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო)

6. გულის უკმარისობა

7. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი
 

        აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:

1. შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა

2. მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი

3. რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება

4. პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა

             პაციენტის განთავსების სამკურნალო დაწესებულების სიტუაციური ანალიზი:

1. ყველა ჩვენ მიერ ნანახი ფაქტობრივი მონაცემი მიუთითებს, რომ კლინიკა ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე. სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. სამედიცინო პერსონალის დასაქმება, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიწყო 3 კვირის წინ.

2. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ნაწილი არ არის ადგილზე (მაგ. MRI, გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია), რის გამოც დახურული ციკლის შეკვრა შეუძლებელია.
(იგულისხმება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დამძიმებისას მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროების მოხსნა.)

3. სამედიცინო პერსონალის კუთხით ამჟამად ადგილზეა შინაგანი მედიცინის ექიმი და რეანიმაციული ბრიგადა, რომელიც 24-საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო პაციენტისათვის პოტენციურად საჭირო სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ იმყოფება.

მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემას წარმოქმნის, ვინაიდან ადგილზე არსებული ჯგუფის მიერ პაციენტის მართვა არ იქნება საკმარისი. მაგალითად:

- ჩვენ მიერ აღმოჩენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არ იყო დიაგნოსტირებული ნევროლოგის რეგულარული კონსულტაციის არარსებობის გამო.

- შესაძლო გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის ალბათობის გამოკვლევის აუცილებლობა, საჭიროების მიუხედავად, დღის წესრიგში არ დამდგარა.

- ჰიპოკალემიის ფონზე პაციენტის უწყვეტი კარდიო-ტელემეტრიის აუცილებლობა არ განხილულა - კარდიოლოგის მიერ პაციენტის შეუფასებლობის გამო.

4. დაწესებულებაში მუდმივად მორიგე რეანიმატოლოგის ხელმისაწვდომობა ქმნის უსაფრთხოების განცდას, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი საკმაოდ გამოფიტულია, რეანიმაციული ღონისძიებები, მათი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით არაეფექტური იქნება.

5. ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიში გართულების შემთხვევაში (მაგ: ინფარქტი, ინსულტი, თრომბოემბოლია), ადგილობრივი პერსონალის განმარტებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უკავშირდებოდა დაკარგულ დროს, რაც თავის მხრივ, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს.

6. პაციენტის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაუდებელი გადაყვანის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს სხვადასხვა რგოლებს შორის ხანგრძლივ კოორდინაციას.

                                                                       დასკვნა

პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ექსპერტთა საბჭოს დასკვნაში.

ამავე თემაზე:

🔲 "მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა კრიტიკულია" - ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ბრიფინგი (პირდაპირი)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782125129

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშ...

ირაკლი კობახიძე

1782122918

მსოფლიო

საფრანგეთში მაღალი სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

საფრანგეთის 96 რეგიონიდან 49-ში წითელი დონის განგაშია გამოცხადებული, რადგან ქვეყანა სითბური ტალღის ფონზე ძლიერი სიცხისთვის ემზადება. ათობით სხვა რეგიონში ნარინჯისფერი განგაში მოქმედებს სიცხის პიკი მიმ...

საფრანგეთში მაღალი

1782122500

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს

„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე. მისი...

ირაკლი ჩიქოვანი

1782122398

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს გაწეული სამშობლოსთვის, სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსება

17 წუთის წინპოლიტიკა  „იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბა...

დიმიტრი სამხარაძე

1782122004

ახალი ამბები

უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვები...

ამინდი, წვიმა