საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტამბოლის გლობალურ ფორუმზე სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

პაატა სალიამ სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივით ტარდება, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და ღონისძიების მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია მართლმსაჯულების სფეროში, სადაც ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გამჭვირვალობასა და სამართლის უზენაესობასთან.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა, რაც მათთვის უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საჯარო სერვისების მოდერნიზების კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია იუსტიციის სახლი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს 600-მდე საჯარო და კერძო სერვისს; ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი – MY.GOV.GE; „გონიერი კონტრაქტი“ – უძრავი ქონების ტრანზაქციებისა და საკუთრების რეგისტრაციის დისტანციურად განხორციელებისათვის და „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულთათვის განათლების სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ჩნდება:

„2024 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ. საქართველო გააგრძელებს ციფრული მმართველობის განვითარებას და სამართლის სფეროში ახალი ტექნოლოგიების პასუხისმგებლობიან გამოყენებას მოქალაქეთა საჭიროებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

გლობალურ სამიტში OECD-ის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792658692

საზოგადოება

„50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი“ - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ელიზბარაშვილმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, პროკურატურას საკუთარი ნებით მიმართა. ადვოკ...

 თამაზ ელიზბარაშვილი

1792657878

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

2026 წლის 23 ოქტომბერს, ბათუმში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს. ინფორმაციას საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი

1792657472

ახალი ამბები

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: ბათუმში ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქ...

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

1792656830

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო ტყით სარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერ...

გარემოსდაცვა

1792655389

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დღეს პარტიებს შუამდგომლობების დაყენები...

გიორგი კახიანი