საქართველოს ეროვნული ბანკი თაღლითობის ახალი სქემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საქართველოს ეროვნული ბანკი თაღლითობის ახალი სქემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
უწყების ცნობით, უცნობი პირები მოქალაქეებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებიან და სესხის გააქტიურებას სთავაზობენ, რის შემდეგაც მათ ფინანსურ ზიანს აყენებენ.
„ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ასევე, დაფიქსირდა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ლოგოს უკანონოდ გამოყენების შემთხვევები.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით, მათ შორის, სესხით სარგებლობასა და სხვა ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. კერძოდ, მოქალაქეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე დამტკიცებული სესხით სარგებლობის მიზნით საჭირო იყო ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებლის მხრიდან სასესხო განაცხადის არსებობის უარყოფის შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის მას უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ, დაარწმუნეს სესხით სარგებლობის საჭიროებაში, რის შედეგადაც მათი ზეგავლენით მომხმარებელმა გაიარა ავტორიზაცია შესაბამის დისტანციურ არხში, ინტერნეტბანკში გაიაქტიურა სესხი, ხოლო თანხის ნაწილი გადარიცხა მესამე პირის ანგარიშზე. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომხმარებელი სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ე.წ. სოციალური ინჟინერიის გამოყენებით თაღლითები ცდილობენ თავად მოიპოვონ მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომა ან უშუალოდ მომხმარებელს შეასრულებინონ გარკვეული ოპერაციები, რაც მათ ფინანსურ ზიანს იწვევს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, არ გასცემს სესხებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და არ ხსნის ანაბრებს, ასევე, რაიმე ფორმით არ უწევს დახმარებას მომხმარებლებს კომერციულ ბანკში სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით სარგებლობის პროცესში. აღნიშნული სცდება ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ამ და სხვა შემოთავაზების შემთხვევაში აუცილებელია გადაამოწმონ მიღებულ ინფორმაცია მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ საფინანსო პროდუქტით სარგებლობისა თუ ოპერაციების შესრულების გადაწყვეტილება. შესაძლო თაღლითობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
1792658769
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლო იყო, დღემდე ვალად აქვთ ბოდიში უსაფუძვლო თავდასხმების გამო
„შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით“, - ამის შესა...
1792658692
საზოგადოება„50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი“ - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ელიზბარაშვილმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, პროკურატურას საკუთარი ნებით მიმართა. ადვოკ...
1792657878
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
2026 წლის 23 ოქტომბერს, ბათუმში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს. ინფორმაციას საგარეო...
1792657472
ახალი ამბებიალექსანდრე ხვთისიაშვილი: ბათუმში ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქ...
1792656830
საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო ტყით სარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერ...



























