საზოგადოება ქართული: მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია

საზოგადოება „ქართული“ მიესალმება ინიციატივას, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსს „უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის" მუხლი ემატება.

„ეს დღეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია." - აცხადებენ საზოგადოების დამფუძნებლები და იმ პრობლემების პრევენციაზე საუბრობენ, რასაც კანონში ცვლილებებით მივიღებთ.

„უკონტროლო მიგრაცია გლობალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს არათანაბარი განვითარებითა და ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მიერ ცივილიზაციათა იდენტობის გაქრობის ვოიქური დოქტრინების წაქეზებითაა გამოწვეული.

თანამედროვე ევროპის მაგალითზე ჩამს, რომ ეს დიდ საფრთხეს უქმნის ტრადიციული ერების მომავალს.

ქართველებს, როგორც ერთ-ერთ უძველეს ერს, როგორც დასავლეთის თითქმის ყველა კულტურულ ერს დღეს მწვავედ აწუხებს შობადობის შემცირებისა და მოსახლეობის გადაბერების დემოგრაფიული პრობლემები. მართალია, ქართველების წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 1989 წლის 71% -დან, დღეისთვის 86%- მდე გაიზარდა, მაგრამ ქართველების საერთო რიცხვი 3.8 მილიონიდან 3.3 მილიონამდეა შემცირებული.

ეს პროცესი მრავალმხრივი გლობალური და ლოკალური ფაქტორების ერთობლიობით არის განპირობებული, როგორებიცაა: ჩაკეტილი საზღვრების გახსნა, ვიზალიბერალიზაცია, შიდა კონფლიქტები და ომები რუსეთთან, დევნილების დიდი ნაკადი, ეკონომიკური სირთულეები და დაბალი შობადობა.

ამ ყველაფერს ემატება გაზრდილი ემიგრაცია. საქართველოსაც, როგორც ევროკავშირის ბევრ და სსრკ-ს ყველა ყოფილ ევროპულ ქვეყანას, აწუხებს ახალგაზრდების გადინება. ამასთან, საფრთხის შემცველია ისიც, რომ მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობის სტაგნაციის ფონზე, მატებაა იმიგრანტთა რიგებში. ეს ბუნებრივია პირობებში, როცა საქართველო, არაერთი ქვეყნის იმიგრანტისთვის, ევროპაში ტრანზიტის ხიდად იქცა.

2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში 272 ათასით მეტი უცხოელი შემოვიდა, ვიდრე გავიდა და არაოფიციალური მონაცემებით, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 25,000 არალეგალური მიგრანტია.

მიგრაციის სალდო დღეს ზომიერების ფარგლებშია, მაგრამ ინიციატივა იმითაა საინტერესო, რომ იგი პრევენციული ხასიათისაა და სამომავლო პერიოდზეა გათვლილი. ამ პრობლემას ფართო განზომილება აქვს, რადგან მიგრაციის კონტროლი მხოლოდ ციფრებში კი არა, ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებაში აირეკლება. ამიტომ დროული და სასიცოცხლოდ აუცილებელია „ქართული ოცნების“ ინიციატივის კანონად ქცევა, რადგან ევროპას სწორედ რომ სამართლებრივი ხვრელები და ნეოლიბერალური დოქტრინები უშლის ხელს უკონტროლო მიგრაციის აღკვეთაში.

საკანონმდებლო ინიციატივა საშუალებას მისცემს ქართულ სახელმწიფოს აკონტროლოს მიგრაციის პროცესი და არ დაუშვას ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის შელახვა.

ანალოგიური პრობლემებია შრომით ბაზარზეც, რაც კარგად აჩვენა უცხოეთის მოქალაქეების არაჯანსაღი კონკურენციისაგან ქართველი კურიერების, თუ ტაქსის მძღოლების ბაზრიდან განდევნის რეციდივებმა.

მისასალმებელია, რომ პარლამენტი ამ საკითხზეც მუშაობს.

ამაში კი უნდა მივბაძოთ ევროპას, რომელიც არალეგალებისგან საკუთარ შრომით ბაზარს მკაცრად იცავს."- ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ წერილში, რომელიც დღეს გავრცელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781364213

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები

 „სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...

გიორგი სოსიაშვილი

1781362508

ახალი ამბები

სტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

 „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...

ავტობუსი

1781359489

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს

 ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...

თორნიკე ჭეიშვილი

1781356869

სპორტი

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

 აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

1781354620

მსოფლიო

ირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ

 ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობ...

აიათოლა ალი ხამენეი